მოჩვენებების ნამდვილ წვეულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც სხვადასხვა ბრენდებისთვის ორიგინალური სარეკლამო კამპანიების ჩასატარებლად მშვენიერი პერიოდია. ჰელოუინი სწორედ ერთ-ერთი იმ დღესასწაულთაგანია, რომლისთვისაც ყველა განსაკუთრებულად ემზადება. გამონაკლისი არც Fox networks-ი აღმოჩნდა, რომელმაც Skittles-თან, M&M’S-თან, Starburst-სა და Snickers-თან თანამშრომლობით, სპეციალურად ჰელოუინისთვის, Bite Size Horror კამპანია შექმნა. 31 ოქტომბრისთვის წამოწყებული სიახლე 4 ვიდეორგოლს მოიცავს, თითოეული მათგანის ხანგრძლივობა 2 წუთია. ამ დროის განმავლობაში, ვიდეოს ავტორი კომპანია თავის საშიშ ისტორიას გვიზიარებს. პირველი M&M’S-ის The Road-ია. სიუჟეტის მიხედვით, მამა თავის ორ შვილთან ერთად, იმ ლეგენდის შემოწმებას გადაწყვეტს, რომლის თანახმადაც გზაზე მოჩვენება ბაიკერი დასეირნობს.
https://www.youtube.com/watch?v=PUCUnQdSMF4














