in

M&M’s-ის ტკბილეულზე NFT მაიმუნები დაახატეს

იმისათვის, რომ M&M’s-ის შოკოლადის ფერად დრაჟეებზე NFT მაიმუნები დაეხატათ, Mars International-მა Kingship-თან თანამშრომლობა დაიწყო — შეზღუდული გამოშვების ტკბილეულზე Kingship-ის ოთხი წევრია გამოსახული, მათ შორისაა სამი ე. წ. მოწყენილი და ერთი მუტანტი მაიმუნი, თუმცა ამ შეკვრაში კლასიკურ M-ს მაინც შეხვდებით. 

დიახ, M&M’s Mars-ს ეკუთვნის და ამ პარტნიორობის რეალური მიზეზი web3-ის სივრცეში ბრენდის გაფართოება იყო.

მომხმარებელთა შეხედულებები იმის შესახებ, თუ რისი მიღება სურთ საყვარელი ბრენდებისგან შეიცვალა და Mars-ში ვიცით, რომ ისეთი ცნობილი ბრენდით, როგორიცაა M&M’s, იმაზე უფრო ინოვაციურები უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ამ პარტნიორობით მეტავერსისკენ სვლას ვაგრძელებთ, Kingship კი ჩვენი გულშემატკივრების ახალ და ამაღელვებელ სივრცეში ჩართვის გზას გვიხსნის, — ამბობს ჯეინ ვანგი, Mars Wrigley-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სულ 4000 ყუთი გამოვა, მათ შორის 100 კი ოქროს გამოცემა იქნება. საინტერესოა ისიც, რომ Kingship Key Card NFT-ს მფლობელებმა ამის შესახებ ყველაზე ადრე გაიგეს და მათ ლიმიტირებული პროდუქტის ყიდვის შანსიც უფრო მეტი ჰქონდათ.

პრინცი ჩარლზი გამოუშვებს სუნამოს, რომელსაც მისი ბაღის სურნელი ექნება

„ბურგერი, რომელიც შეიძლება არ არსებობდეს“ — McDonald’s-ის ახალი კამპანია