კიდევ ერთი ლეგენდარული, თანაც ძალიან მხიარული და მუდამ მომღიმარი სპრინტერი ტოვებს სპორტულ კარიერას, ეს არც მეტი, არც ნაკლები, მო ფარაჰია. Nike-მა გადაწყვიტა თავისი წილი პატივი მიეგო წარმატებული ათლეტის ღირსეული დამსახურებებისთვის და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან საინტერესო ვიდეორგოლი შექმნა. გარდა იმისა, რომ სააგენტო Wieden + Kennedy-ის მიერ მომზადებული რგოლი არაჩვეულებრივად ასახავს სპორტსმენის ძალიან რთულ, ამასთან, საოცრად წარმატებულ კარიერას, სპეციალურად ამ ვიდეოსთვის, Nike-მა თავი პოეზიაშიც გამოსცადა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა ლირიულ სტილში მოამზადა.
https://www.youtube.com/watch?v=sWuwFPTN758