Disney-მ ახლახან განაცხადა, რომ Moana 2 მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გამოვა! 15-წამიან თიზერში ოკეანის ნაპირას მდგარ მოანას ვხედავთ, რომელიც ნიჟარას საყვირად იყენებს. ეს კი მარტივად მიანიშნებს ახალ თავგადასავლებზე…
ახალ ნარატივში მოანა, მაუი და სხვა პერსონაჟები თავიანთი წინაპრებისგან იღებენ რაღაც გზავნილს. სწორედ ეს იქცევა ოკეანის ნაცნობ წყლებს მიღმა მოგზაურობის საფუძვლად.
საინტერესოა, რომ Moana 2 თავდაპირველად სატელევიზიო სერიალი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ დისნეიმ გადაწყვიტა, სრულ კინემატოგრაფიულ პროექტად ექცია. ამავდროულად, თემატიკის მრავალფეროვნებამ კომპანიას საშუალება მისცა, სიუჟეტის ახალი განშტოებაც წარმოედგინა…















