in

სათიბეში ცხოვრება თუ გინატრიათ, მოასწარით, სანამ დროა

ეს რა ადგილიაო, რომ გეკითხათ, სათიბიაო, გეტყოდნენ. სახელისათიბეცაქედან მოდის. ოღონდ, სათიბების ნაცვლად, ცოტა ხანში, ორბეთის სიახლოვეს, გამორჩეული დასახლება გაშენდება, სულ 220 კომლით. ახლა კი, ბოლო რამდენიმე ნაკვეთი დარჩა, რომელთა შეძენასაც მხოლოდ ახალი წლის დადგომამდე შეძლებთ.

თუ თბილისთან ახლოს, მზის ჩასვლის სიახლოვეს გინდათ ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო ცოტა, თუმცა ჯერ კიდევ არის.

სათიბეს ამბავი ირაკლი გაფრინდაშვილის იდეით იწყება, რომელმაც სხვა მრავალი ადამიანის სურვილებზე დაკვირვებით, ქალაქთან ახლოს და ქალაქის სირთულეების გარეშე ცხოვრების მისეული ვერსია შექნა, ჯერ თვითონ სცადა და შემდეგ სხვებსაც გაუმარტივა ჯანსაღ და მშვიდ გარემოში დაბინავება. ასე გაჩნდა სათიბე, ბუნებაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე მორგებული დასახლება.

დღეს, სათიბე ექვსი სამეზობლოსგან შედგება და სულ რამდენიმე წელიწადში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთთან, სათიბი ადგილების ნაცვლად, გაჩნდება სრულყოფილი დასახლება, 220 მეზობლით

აქ მოხვედრა, თბილისის ცენტრიდან, სულ ნახევარ საათში შეგიძლიათ. ადგილს მაღალმთიანი სტატუსი აქვს მინიჭებული. სათიბეში მისვლა რამდენიმე გზით შეგიძლიათმცხეთის მხრიდანდიდგორით, თავისუფლების მოედნიდან კოჯრის გავლით და წყნეთიდან.

ნაკვეთების უმრავლესობა 1000კვ.ია, თუმცა მინიმალური ფართობი  – 500 კვ. შეგიძლიათ აირჩიოთ. მიწის ყველა მყიდველს პროექტი საჩუქრად გადაეცემა. სათიბეს დასახლებას გარემოსთან ადაპტირებული ერთიანი სტილი აქვს. ამიტომ სახლები მხოლოდ რამდენიმე ტიპის პროექტის მიხედვით შენდება, რომელთაგან სასურველის შერჩევა შეგიძლიათ. არქიტექტურა რელიეფის გათვალისწინებით შემუშავდა. სახლის შენებისას მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ქვა, რომელიც ადგილზე მოიპოვება და თუნუქიმშენებლობის გასამარტივებლად. სათიბეში  ყველა სახლი მზის ჩასვლის ფერთან იქნება შეხამებული და შესაბამისად შეიღებება. ახალ სათიბელებს შეუძლიათ მშენებლობის პროცესს თავად გაუძღვნენ ან პროექტის მენეჯმენტი დაეხმარებათ ამ საქმეშიც.

სათიბე არქიტექტორ თაკო ვალიშვილის ხელმძღვანელობით დაპროექტდა. შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი იყო განაშენიანება მაქსიმალურად ჰარმონიაში ყოფილიყო ადგილობრივ რელიეფთან, ლანდშაფტთან და გარემოსთან. შენარჩუნებულია რაიონში გავრცელებული ევროპული სტილი და ადაპტირებულია გარემოსთან. მის მთავარ სიმბოლოდ იქცევა ქარის წისქვილი, რომელიც უახლოეს მომავალში აშენდება სათიბეში.

დასაწყისშივე, ჩანაფიქრის მიხედვით, სათიბე არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სააგარაკე ადგილი. ამ სივრცეში თავი უნდა მოეყარათ ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც ბუნებას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობა საშუალებას აძლევთიცხოვრონ სათიბეში და იმუშაონ სათიბედან. შეუძლიათ საცხოვრებელი ადგილი დიდი კოლაბორაციის შესაძლებლობად აქციონ, სადაც საერთო ღირებულებების, ინტერესების გაერთიანებით არაერთი სასარგებლო სიახლე შეიქმნება.

ბუნებრივია, როდესაც სადმე დასახლებაზე ფიქრობთ, გაინტერესებთ, რა არის მის გარშემო, რამდენად ახლოსაა სკოლა, ბაღი, მაღაზიებიორბეთსა და წყნეთშიც როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლები, სოფელში კი რამდენიმე მაღაზია შენდება, სადაც პროდუქტების მომარაგების საშუალება გექნებათ.

სათიბე საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისითაც. დასახლების გარშემო 15 წუთის სავალზეც კი უამრავ საინტერესო ადგილს წააწყდებითასურეთში, ბირთვისში, ალგეთის ეროვნულ პარკსა და მანგლისში. დასახლების გარშემო ეკომიგრანტი სვანები და  მთიულები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთ პროდუქტებს სთავაზობენ მოსახლეობას. ხოლო თავად რეგიონი ტურისტული პოტენციალის ათვისებისა და განვითარების ფაზაშია, რაც ამ ადგილს დასახლების გარდა, საინვესტიციოდაც საინტერესოდ აქცევს. ტურისტული პოტენციალი სათიბეს კომუნას ტურისტებისთვის მიმზიდველი სერვისების მიწოდების შესაძლებლობას აქცევს. ავტორების ხედვით, ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვისმაგალითად, დეველოპერებისთვის, ციფრული და ტექპროფესიის პროფესიონალებისთვის. სამხატვრო სახელოსნოებში ხელსაქმის ოსტატებს შეეძლებათ თიხაზე, მეტალზე, შუშასა და ქანდაკებაზე მუშაობა.

დიდია პოტენციალი პურპროდუქტების თვალსაზრისით. ირაკლი გაფრინდაშვილის თქმით, სათიბეს შეუძლია იყოს პურის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ქართლისთვის დამახასიათებელი კულტურაა.

სათიბე ღონისძიებებისთვისაც კომფორტული ადგილია. თბილისთან ახლოს, საკუთარ ამფითეატრში, სათიბემ უკვე უმასპინძლა რვა დიდზეიმს“. ღონისძიებების მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაწილია მზის ოქროსფერი ჩასვლა, რომელიც გარემოს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

მშენებლობების აქტიური სეზონი სათიბეში გაზაფხულიდან დაიწყება. სამეზობლოს მიზანია, სულ რამდენიმე წელიწადში მშენებლობის დასრულება. ახალი სათიბელებისთვის გათვალისწინებულია კომუნიკაციების მიყვანა, გზის გაჭრა და მოწესრიგება. სათიბელებს ორი სპორტული სივრცე ექნებათ, რომლებიც სათიბე 1-სა და სათიბე 6-ში იქნება განთავსებული.

სათიბეს კომუნას მთავარი იდეაა თანაცხოვრებათანამშრომლობა. ის ეძებს საერთოს მის მაცხოვრებლებს შორის და მეზობლებს საშუალებას აძლევს ერთად შექმნან  ღირებული და საინტერესო სიახლეები.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

ჩვენი გალაქტიკის გარეთ უზარმაზარი კოსმოსური ძაფები აღმოაჩინეს

ეს პოსტერი პაციენტებს ფილტვის კიბოს სიმპტომების ამოცნობაში ეხმარება