in

მარკეტინგული სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც გადახალისება არ აწყენდა

არსებობს რიგი სიტყვებისა თუ გამოთქმებისა, რომლებსაც მარკეტერები საძულველ სიტყვებად მოიაზრებენ სხვადასხვა მიზეზის გამო. contentmarketinginstitute-მა მოაგროვა მოკლე სია, რომელსაც შეგვიძლია, ჩვენც გავეცნოთ.

პირველი ამ სიაში არის სიტყვა – „აქტივაცია”, რომელსაც მარკეტერების აზრით, მხოლოდ ბიზნესმენები ხმარობენ და ისიც მაშინ, როცა არ იციან, რაზე ელაპარაკონ მომხმარებელს. 

შეგიძლიათ ეს გახადოთ ვირუსული?

ეს არის კითხვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მარკეტერებს დიდად არ მოსწონთ. მეტიც, ზოგიერთი ამბობს, რომ როცა დამკვეთი ამ კითხვას სვამს, მას კარგად არ ესმის საზოგადოებასთან ურთიერთობა და კონტენტ მარკეტინგი. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პროდუქტის გამოსაჩენად საუკეთესო გზა მის სწორ რეკლამირებაში თანხის არდაზოგვაა. ასევე ის მოითხოვს საზოგადოებასთან კარგ ურთიერთობასა და კონტენტ მარკეტინგს. 

შეამოწმეთ, მოსინჯეთ – ეს ის სიტყვებია, რომლებსაც მარკეტერების აზრით თავი უნდა ავარიდოთ, თუმცა ისინი მაინც ხშირად გვხვდება მომხმარებელთან კომუნიკაციაში. ისინი ეკითხებიან იმ კონტენტის შემქმნელებს, ვინც ასეთ მოწოდებებს წერს: თავად როდის შეამოწმეთ ან მოსინჯეთ რამე ასე, უბრალოდ სადმე წაკითხვით? ალბათ არც გახსოვთ. მიეცით აუდიტორიას სწორი მესიჯები. თუ გსურთ, რომ მან მოსინჯოს თქვენი სერვისი, მიეცით ამისთვის კარგი საბაბი და არა უბრალოდ მოწოდება.

ჩართულობა

ეს საძულველი არა, მარკეტერისთვის მნიშვნელოვანი სიტყვაა, თუმცა მას ხშირად არასწორ კონტექსტში იყენებენ. 20 მარკეტერს რომ ჰკითხოთ, რა არის მისთვის ჩართულობა, ოც სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. ამიტომ ყოველთვის კარგად უნდა გავიაზროთ, რას ვგულისხმობთ, როცა ჩართულობაზე ვსაუბრობთ.

გენდერული ენა

საკმაოდ ხშირადაა პოსტებსა და რეკლამებში ისეთი მოწოდება ან ფრაზა, რომელიც გენდერული ნიშნით განასხვავებს აუდიტორიას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად: „ჰეი, ბიჭებო” ან „მხოლოდ გოგოებისთვის”…იფიქრეთ და ჩაანაცვლეთ ასეთი გამოთქმები უფრო განზოგადებული სიტყვებით, ინდუსტრიული ტერმინებითა და კულტურული გამოთქმებით, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება ყველასთვის.

სრულყოფილი

მარკეტერები ასევე გვირჩევენ, მოვერიდოთ სიტყვას – სრულყოფილი, რადგან ის უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება და ცოტა გამაღიზიანებელიც კი არის. სრულყოფილება მითია – გვეუბნებიან თანამედროვე მარკეტერები და მოგვიწოდებენ, რომ უფრო მეგობრული ტერმინებით ჩავანაცვლოთ ის, რასაც აქამდე სრულყოფილს დავუძახებდით.

ეს არის ის სიტყვები თუ გამოთქმები, რომლებსაც, მარკეტერთა აზრით, ცოტა გადახალისება ან იმავე შინაარსით, ოღონდ სხვა სიტყვებით გადმოცემა სჭირდება. არის რაიმე სიტყვა, რომელიც თქვენ გაღიზიანებთ აქედან? შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი თქვენს კომუნიკაციას მომხმარებელთან და ჩაუფიქრდეთ.

„ზრუნვა სახლის კარამდე“ – Gofer, Shipping სერვისში ახალ თამასას აწესებს

„იყო ფარმაცევტი ეს ნიშნავს იზრუნო ადამიანებზე“ – ფარმადეპოს ვიდეორგოლი