in

როგორი ტრანსფორმაცია განიცადა Mobil-ის ლოგომ, მე-19 საუკუნიდან დღემდე

ბრენდი ძალიან მდიდარი ისტორიით – ეს Mobil-ია. მისი შექმნა თარიღდება 1892 წლით, როდესაც ნიუ-იორკის Standard Oil Company ჩამოყალიბდა. დღეს, ამ ბრენდს უამრავი ადამიანი იცნობს, მსოფლიოს გარშემო. ჩვენ კი მისი ლოგოს ტრანსფორმაციაზე მოგიყვებით, სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ.

როგორც ვახსენეთ, Mobil Oil-ის წარმოშობა თარიღდება მე-19 საუკუნით. კორპორაცია, დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებამდე სხვადასხვა ფორმითა და სახელით არსებობდა. ისტორიულად, არაერთხელ გამხდარა შერწყმისა და გაყოფის ობიექტი. მაგალითად, 1866 წელს დაარსდა მისი წინამორბედი, Vacuum Oil Company. 1882 წლის შემდეგ კი იქცა Standard Oil Company and Trust-ის ნაწილად. ბრენდის კიდევ ერთი წინამორბედი იყო Standard Oil Company of New York (Socony), რომელიც დაარსდა 1882 წელს. ამ ორმა კომპანიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1911 წელს. მოგვიანებით კი, 1931 წელს გაერთიანდა და შეიქმნა Socony-Vacuum Corporation. კომპანია იყო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ათწლეულების განმავლობაში, ხოლო 1999 წელს იგი გაერთიანდა ნავთობის სხვა დიდ ბრენდთან, Exxon-თან და ჩამოაყალიბა Exxon Mobil. დღეს, კომპანია მუშაობს მთელ მსოფლიოში, ქვეყნებსა და კორპორაციებს ნავთობით და გაზით ამარაგებს.

კომპანიის დასახელებასთან და კუთვნილებასთან ერთად იცვლებოდა მისი სიმბოლიკაც. მაგალითად, 1892-1904 წლებში, ბრენდი თავისი პირველი ემბლემით ოპერირებდა. ეს იყო წრიული სამკერდე ნიშანი პერიმეტრის გარშემო წარწერით და შუაში ბანერი „უსაფრთხოების ზეთი“. ფერთა პალიტრაში გაერთიანებული იყო ყვითელი, წითელი, შავი და ნაცრისფერი. შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე, კომპანია უფრო თანამედროვე და ელეგანტურ სიმბოლიკას იყენებდა, რომელზეც, გამოსახული იყო მუქი ლურჯი წრიული სამკერდე ნიშანი, წვრილი წითელი წრიული მოხაზულობით. ძლიერი გეომეტრიული სან-სერიფის წითელი ასოები სამ რიგად იყო განაწილებული. შემდეგ, საკულტო გარგოილი გამოჩნდა Mobil-ის ვიზუალურ იდენტობაზე. ეს იყო წითელი არსება შავი კონტურით, მარჯვნივ მიმართული. ის იყო სიმტკიცისა და გამბედაობის სიმბოლო და ძალიან სწრაფად გახდა ცნობადი, რადგან მას ანალოგი არ ჰქონდა ბაზარზე.

მისი მომდევნო ლოგო – პეგასუსი – კომპანიის ვიზუალური იდენტობის ნაწილი გახდა 1911 წელს, გარგოლის ძლიერი და საშიში იერის დასაბალანსებლად. პეგასუსი დახატული იყო თეთრად და ჰქონდა თხელი შავი კონტური, რაც გამოსახულებას მოხდენილობასა და სიმსუბუქეს მატებდა. მოგვიანებით, კვლავ გარგოილი დააბრუნეს, რომელსაც წარწერა დაამატეს თავზე. ის კვლავ პეგასუსმა ჩაანაცვლა, ამჯერად, წითელმა – წარწერით. შეიძლება ითქვას, ეს იყო თანამედროვე და სუფთა ლოგო, რომელიც ბრწყინვალედ ასახავდა ბრენდის ხასიათსა და მის ღირებულებებს.

ლოგო, რომელიც Mobil-ის სიმბოლოს ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს, 1955 წელს გამოჩნდა. ეს იყო ბრენდის ლურჯი წარწერა, შეკუმშული სანსერიფის შრიფტით, რომელიც წითელი პეგასუსის სილუეტის ზემოთ იყო განთავსებული. ლოგოს ჩარჩო შედგებოდა ორი ნაწილისგან – ზემოდან იყო მართკუთხა ლურჯი ფორმა და თამამი წითელი სამკუთხედი – ქვედა ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ლოგო ბრენდს ათ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში დარჩა, ის მაინც ძალიან ცნობადია მთელ მსოფლიოში. ლოგოს ამჟამინდელი ვერსია კი 1964 წლის ნამუშევარია. ის ჩამოყალიბდა Chermayeff & Geismar-ის დიზაინის ბიუროების მიერ და თანამედროვე მინიმალისტური ლოგოა, რომელსაც დღეს ყველას ვხედავთ.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორი შეიძლება იყოს გაყიდვების გუნდების ანაზღაურების ახლებური მიდგომა?

ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისათვის ჯიპისისა და ფარმადეპოში