რა უნდა იცოდეთ მობილური აპლიკაციების A/B ტესტირების შესახებ

მობილური აპლიკაციებისთვის A/B ტესტირება არის განსაზღვრული დეტალის სხვადასხვა ვერსიის გამოცდა. ტესტირების ეს ფორმა მუშაობს აუდიტორიის ორ ან მეტ ჯგუფად დაყოფით, სადაც თითოეული სეგმენტისთვის ვცვლით კონკრეტულ დეტალს იმის გამოსავლენად, თუ როგორ მოქმედებს ეს ცვლილება მომხმარებლის ქცევაზე.

მობილური აპლიკაციების A/B ტესტირება ხშირად რთულად აღიქმებოდა ტექნიკური გამოწვევების გამო. ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანია აპლიკაციის მარკეტინგის გასამართად. A/B ტესტირების შედეგები მარკეტერებს ეხმარება ამოიცნონ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების რუკა, რაც თავის მხრივ, აპებში მათ ჩართულობას აუმჯობესებს და საუკეთესო შედეგებს უზრუნველყოფს.

A/B ტესტირება დეველოპერებსა და მარკეტერებს საშუალებას აძლევს:

  • შეძლონ აპს-შიდა ჩართულობის ოპტიმიზაცია
  • გაიგონ, რა მუშაობს სხვადასხვა აუდიტორისთვის
  • დააკვირდნენ ახალი ფუნქციის გავლენას
  • უკეთ შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა
  • გააუმჯობესონ ძირითადი შესრულების ინდიკატორები (KPI)

მობილური აპლიკაციებისთვის, არსებობს ორი ტიპის A/B ტესტირება, რომლებიც რელევანტურია აპლიკაციების მარკეტერებისა და დეველოპერებისთვის. ორივე მუშაობს ერთი და იმავე პრინციპით (ერთი ცვლადის შედარება სხვადასხვა აუდიტორიისთვის), მაგრამ აქვთ განსხვავებული ფუნქციები.

A/B ტესტირება აპლიკაციაში

ის გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს აპის UX და UI მეტრიკაზე ცვლილებები, როგორიცაა სესიის დრო, ჩართულობა, ვიზიტორის შენარჩუნების მაჩვენებელი, ჩართულობა და სასიცოცხლო ხანგრძლივობა (LTV). ასევე, კონკრეტული მეტრიკის საშუალებით, დეველოპერები აპლიკაციას სპეციფიკური ფუნქციის მიხედვით აფასებენ.

A/B ტესტირება მარკეტინგული კამპანიებისთვის

მარკეტერებისთვის აპლიკაციის A/B ტესტირება არის მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზრდის საშუალება. ტესტირებამ შეიძლება გამოავლინოს, რომელი რეკლამა მუშაობს საუკეთესოდ, რომელი სარეკლამო არხია ყველაზე ეფექტური, ან რომელი შეტყობინებები უბიძგებს მომხმარებლებს განმეორებითი ვიზიტისკენ. A/B ტესტირების კამპანიები კონვერტაციის მაჩვენებლების ოპტიმიზაციასა და ინსტალაციების გაზრდაში დაგეხმარებათ.

როგორ გავაკეთოთ A/B ტესტირება სწორად

A/B ტესტირება ციკლურია პროცესია. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აპლიკაციისა და კამპანიების მუდმივი ოპტიმიზაციისთვის. დაწყებამდე, საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  • რის გამოცდა გინდა?
  • ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია?
  • როგორი იქნება ტესტის შედეგი?
  • როგორ მოიქცევი, თუ თქვენი ვარაუდი დადასტურდება ან არ დადასტურდება?

შეიმუშავეთ ვარაუდი და განსაზღვრეთ ტესტირების ცვლადი

ტესტირებამდე, ჩამოაყალიბეთ ვარაუდი, ჰიპოთეზა, რომელიც კამპანიის ეფექტურობის შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით. თუ გიჭირთ იმის განსაზღვრა, რისი გამოცდა გსურთ, დაიწყეთ პრობლემის მოხაზვით, რომლის გადაჭრაც გსურთ. შეისწავლეთ მონაცემები, რაც ამჟამად გაქვთ, ეს ცვლადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. თუ რამდენიმე ცვლადს ერთდროულად ამოწმებთ, გაცილებით რთული იქნება იმის დადგენა, თუ რამ მოახდინა გავლენა თქვენი კამპანიის შესრულებაზე. ამიტომ, ეცადეთ, ერთი განმასხვავებელი დეტალი აირჩიოთ.

დაყავით სეგმენტებად თქვენი აუდიტორია

A/B ტესტირება აუდიტორიების ჯგუფებად დაყოფაშიც დაგეხმარებათ. სხვასხვა გემოცნების ადამიანი განსხვავებულ სტილს თუ ირჩევს, შეგიძლიათ შესაბამისი ხელწერა შესთავაზოთ. ამავდროულად, სასურველია, რომ აუდიტორია ძალიან პატარა არ იყოს.

გააანალიზეთ შედეგები

ტესტირების მერე, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი ვარიანტი იძლევა უკეთეს შედეგებს. გახსოვდეთ, რომ გადახედოთ ყველა მნიშვნელოვან მეტრიკას, რომელზეც იქონია ტესტირებამ გავლენა. ეს საშუალებას მოგცემთ ბევრად მეტი მიიღოთ ერთი მარტივი ტესტიდან.

ოპტიმიზაციის გაუმჯობესება

თუკი უკეთესი ვერსია გამოავლინეთ, შეგიძლიათ ის უფრო თამამად წარუდგინოთ დიდ აუდიტორიას.

დააკორექტირეთ ჰიპოთეზა და კვლავ გამოცადეთ

A/B ტესტირება საშუალებას გაძლევთ განუწყვეტლივ განავითაროთ თქვენი ჰიპოთეზა. ტესტირება სასარგებლოა ყოველთვის, რათა მოაგნოთ კონვერსიის გაზრდის ახალ გზებს.

განსაზღვრეთ, რის გამოცდა გსურთ

ეს შეიძლება მარტივი ნაბიჯი ჩანდეს, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რატომ აკეთებთ A/B ტესტირებას, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დახარჯავთ დროსა და რესურსებს უსარგებლო ტესტირებაზე. არ დაიწყოთ ტესტირება, სანამ არ გექნებათ მკაფიო ჰიპოთეზა.

იყავით ღია სიახლეებისთვის

მომხმარებლის ქცევა ყოველთვის რთული იქნება და ეს ნიშნავს, რომ თქვენი A/B ტესტირებებები ზოგჯერ მოულოდნელ შედეგებს მოგცემთ. მნიშვნელოვანია იყოთ გონებაგახსნილი და თვალყური ადევნოთ ამ სწავლებას.

ნუ დანებდებით, თუკი შედეგს ვერ ხედავთ

A/B ტესტები ღირებულია მაშინაც კი, როდესაც თქვენი ჰიპოთეზა მცდარი აღმოჩნდება, ან როდესაც შედეგი არაზუსტი ჩანს ტესტირების ადრეულ ეტაპზე.

ნუ შეაფერხებთ ტესტირებას, ცვლილებების გამო

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ არ მოხდეს ცვლილება ტესტირების პროცესში. ეს ამცირებს მის სანდოობას, რადგან ვეღარ გაიგებთ, რომელმა ცვლადებმა გამოიღო შედეგი.

ჩაატარეთ ტესტირება რეგულარულად. ამრიგად, შეგიძლიათ შეამოწმოთ ერთი და იგივე ცვლადები სხვადასხვა სეზონში და იპოვოთ განსხვავებული შედეგები.

 

წყარო: adjust

როგორ გარდაქმნიან ორგანიზაციები თავიანთ მარკეტინგულ ტექნოლოგიებს, 2023 წელს?

შესაძლოა, ჩინეთმა მთვარეზე ტერიტორიული დავა წამოიწყოს