2021 წელს არ უნდა დავემშვიდობოთ ისე, რომ არ ვახსენოთ წლის მნიშვნელოვანი ამბები. მათ შორისაა 5 საუკეთესო ტენდენცია მობილური მარკეტინგიდან.
სოციალური კომერციის სწრაფი განვითარება
სოციალური კომერციისთვის საუკეთესო პერიოდი 2021 წელი აღმოჩნდა. მაშინაც კი, როცა ვაჭრობა ტრადიციული გზებით, თუმცა შეზღუდული პირობებით, მიმდინარეობდა, პანდემია ამ სექტორისთვის მაინც დიდ გამოწვევად იქცა.
სოციალური კომერციის არხები Snapchat, Pinterest, TikTok და Instagram მზარდი განვითარდებით ხასიათდება. მათ შორის, გამოირჩევა Instagram, რომელმაც საშუალება მისცა საცალო ვაჭრობასა და ბრენდებს მარტივად მიეღწიათ მომხმარებლებამდე
“სოციალური ვაჭრობის სწრაფი ევოლუცია 2022 წელშიც გაგრძელდება, მეტი მომხმარებელი წარმოადგენს უფრო მრავალფეროვან ფორმატს და იქნება უამრავი გასაზიარებელი კონტენტი, რომელიც მოიცავს მათ ფანტაზიას” – განაცხადა MediaCom-ის სოციალური პრაქტიკის ხელმძღვანელმა კევინ ჩანმა.
გამოწვევა ფიჭური ქსელის გიგანტებისთვის
ფიჭური ქსელის კონკურენტუნარიან ბაზარზე რამდენიმე მასიური მოთამაშე დომინირებს. ახალმა ტაქტიკამ კი ახალ მოთამაშეებს GiffGaff-სა და Mint Mobile-ს გზა გაუხსნა. ეს იმის დასტურია, რომ მომხმარებლები, ჯერ კიდევ, კარგად რეაგირებენ მკვეთრ შეტყობინებებზე და შანსს აძლევენ პატარა მოთამაშეებსაც. Აქ კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფასო სისტემასაც.
არონ ნორთმა, Mint Mobile-ის მარკეტინგის მთავარმა დირექტორმა, შეერთებულ შტატებში, რეკლამირების გამოყენებით, მნიშნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ამ უკანასკნელში, მას დაეხმარა მისი ასოციაცია მსახიობ რაიან რეინოლდსთან ერთად, რომელიც Mint-თან ერთად, საკუთარ სააგენტო Maximum Effort-ს ფლობს. ხოლო, როცა მარკეტინგული სააგენტოს და კლიენტის კომპანიის მფლობელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ამ ორს შორის კოლაბორაცია და კომუნიკაცია მნიშვნელოვნად ეფექტური ხდება.
5G, ანუ უნიკალური გაყიდვების შესაძლებლობა
უკვე დამკვიდრებული ფიჭური ქსელების T-Mobile, AT&T და Verizon ოპერატორებიც კი 5G-ს მობილურის მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქსელის არჩევის დროს დიდ გარდამტეხ ფაქტორად მიიჩნევენ.
5G ტექნოლოგია AT&T-ის უფრო და უფრო მეტი ბრენდის კომუნიკაციის ცენტრშია. უკვე, ყველა ცდილობს გამოიყენოს ეს ტექნოლოგია და მიაწოდოს აუდიტორიას საუკეთესო პარტნიორული შეთავაზებები.
ძალაუფლების მქონე ინფლუენსერები
ბოლო ორი წლის განმავლობაში, TikTok-ის, როგორც სოციალური ქსელის მთავარ ძალად გაჩენის შემდეგ, სხვადასხვა პლატფორმაზე ინფლუენსერებსა და კრეატორებს შორის კონკურენცია გაიზარდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა Clubhouse და Triller – კრეატორების მიზიდვის, წინასწარ ფულის გადახდით.
როცა ამ მცდელობებს აზრი აღარ ჰქონდა, უფრო დიდმა პლატფორმებმა დაიწყეს კრეატორებისთვის ფულის გადახდა. ამ მეთოდით, ისინი კრეატორებისა და ინფლუენსერების ერთგულებასა და ექსკლუზიურ კონტენტს ინარჩუნებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ინფლუენსერებს, ან, სულ მცირე, ზოგიერთ მათგანს ახლა უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ოდესმე.
TikTok, როგორც სიცოცხლისუნარიანი სარეკლამო არხი
TikTok-ის დეველოპერის ByteDance-ის ფინანსური პოტენციალი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მთელი პანდემიის ტექნიკურ ისტორიაში. 2021 წელს, პლატფორმამ დაიწყო პატარა და საშუალო ბიზნესების წახალისება, რომ რეკლამები TikTok-ის მილიონობით მომხმარებლისთვის შეექმნათ. TikTok მიყვებოდა იმავე გზას, რაც Facebook-მა გაიარა, პალო ალტოს ტექნიკური კომპანიიდან იმპერიულ სილიკონის ველის ძალამდე. ახლა კი, ველით შემდგომ განვითარებას ამ სფეროში.
წყარო: TheDrum












