გუშინ Mobile World Congress 2024 დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ ჩვენთვის კარგად ცნობილი კომპანიებისა თუ სტარტაპებისგან. უკვე ვიცით Android-ის ახალი ფუნქციების, Samsung-ის ჭკვიანი ბეჭდის, Lenovo-ს ახალი ლეპტოპის კონცეფციისა და Xiaomi-ს რობოტი ძაღლის შესახებ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის:
Motorola-მ დასაკეცი ტელეფონის კონცეფცია შემოგვთავაზა
ჩვეულებრივ მაგნიტური სამაჯურივით შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენს ხელზე, დანარჩენს კი ვიდეოში ნახავთ:
Doublepoint-მა WowMouse ჟესტებით შეხების ფუნქცია გააახლა
Android-ის სმარტ საათების მომხმარებლებს ახლა Doublepoint-ის WowMouse ჟესტებით-შეხების მართვის აპლიკაცია შეუძლიათ ჰქონდეთ.

Microsoft-მა AI Access Principles ჩაუშვა
ამის შესახებ Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა განაცხადა, AI Access Principles 11 პუნქტისგან შედგება, რომელიც „მართავს იმას, თუ როგორ ვამუშავებთ ჩვენს AI მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან AI აქტივებს მსოფლიოს მასშტაბით“.

Xiaomi პირველ ელექტრო მანქანას უშვებს
კომპანია Xiaomi SU7-ს წარადგენს, რომელიც ჩინეთში, სავარაუდოდ, მომდევნო წელს გამოჩნდება. დიზაინის გარდა კი Xiaomi-მ 5 ძირითადი EV ტექნოლოგია შეიმუშავა — E-Motor, CTB Integrated Battery, Xiaomi Die Casting, Xiaomi Pilot Autonomous Driving და Smart Cabin. და, როგორც აქამდე ამბობდნენ, მას HyperOS-ის ოპერაციული სისტემაც ექნება.
OnePlus-ის ბატარეების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუმჯობესდება
OnePlus-ის Watch 2-ს 100-საათიანი Smart Mode ექნება, მსგავსი ბატარეის ტექნოლოგიის გასავითარებლად კი კომპანიას 3 წელი დასჭირდა. ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ მანამდე კომპანიის პირველი თაობის პროდუქტის ბატარეის ხანგრძლივობა 25 საათს შეადგენდა.

Xiaomi-ს CyberDog
კომპანია თავის რობოტს მეტად რეალურ იერს სძენს, თუმცა მისი ფასი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი იქნება — მომხმარებლები CyberDog-ის ონლაინ შეძენას 3000 დოლარად შეძლებენ.
Lenovo-ს გამჭვირვალე ლეპტოპის კონცეფცია
თუ მუშაობისას თქვენი ეკრანის უკან გახედვა ოდესმე მოგნდომებიათ, ლენოვოს ახალი გამჭვირვალე ლეპტოპი ამ ბედნიერებას მოგანიჭებთ, თუ, რა თქმა უნდა, რეალობად იქცევა. ჩვეულებრივი ლეპტოპია მცირე განსხვავებებით: დიახ, პირველი გამჭვირვალე ეკრანია, რასაც მოჰყვება კლავიატურა, რომელიც აუგმენტური რეალობის გამოცდილებას მოგაწვდით.
Google ახალ AI ფუნქციებს გვთავაზობს
ეს შეეხება ტელეფონის, მანქანისა და ტარებადი მოწყობილობების ფუნქციებს, მოიცავს AI-ის მიერ გენერირებულ სათაურებს ფოტოებისთვის, ტექსტების შეჯამებას და სხვა. Google Messages-იდანაც კი მიიღებთ Gemini-ზე წვდომას. აქვე საუბრობენ Lookout-ის აპლიკაციაზეც, რომელიც მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს, საკვების წარწერებისა თუ დოკუმენტების ამოკითხვაში დაეხმარება.
Seaborough დესკტოპის სანათს უშვებს
ეს კი იმისათვის, რომ სინათლის თერაპიის სანათები ჩაანაცვლოს, მარტივად რომ ვთქვათ მზეს ჰბაძავს, რაც ტვინში სეროტონინის გამომუშავებას იწვევს. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ კონცეფციაა…

Mobile World Congress 2024 29 თებერვლამდე გაგრძელდება, სიახლეებს კი ეტაპობრივად მოგაწვდით.














