27
Feb
2018

BMW ციფრული გასაღების აპლიკაციას უშვებს

27 Feb 2018

veon
veon


BMW ციფრულ გასაღებს უშვებს. სპეციალური აპლიკაცია რომ გადმოწეროთ და ციფრული გასაღებით ისარგებლოთ, საჭიროა მხოლოდ ორი რამ: BMW მარკის ავტომობილი და Samsung-ის  „სმარტფონი“. სიახლის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ,  Mobile World Congress-ზე ისაუბრა.

ციფრული გასაღებით, კარის გაღების გარდა, ძრავის დაქოქვაც შეიძლება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ასევე შესაძლებელია ასლების გაკეთება – 5 სხვადასხვა „სმარტფონში“ ერთი მანქანის ციფრული გასაღების აპლიკაციების ჩაწერა.

ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ციფრული გასაღების აპლიკაცია კი მიმდინარე წლის ივლისში იქნება ხელმისაწვდომი.

განხილვა