Yorkshire Bank და Clydesdale Bank ახალ მობილურ აპლიკაციას გვთავაზობენ, სახელად B, რომელიც საბანკო ოპერაციებს გაგვიმარტივებს და ფინანსურ მდგომარეობასაც გაგვიუმჯობესებს. ფინანსური თავისუფლება ყველას ოცნებაა. ეს აპლიკაცია ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ზღაპრულად ცხოვრება და უდარდელი ბავშვობა ზრდასრულებმაც იგრძნონ. სააგენტო Karmarama–მ ზუსტად ასეთი ზღაპრული სამყარო გვიჩვენა ვიდეორგოლში. მთავარია, გამარტივებული საბანკო აპლიკაცია, მართლაც ადვილი იყოს გამოყენებაში და საუკეთესო პირობებს სთავაზობდეს მომხმარებელს.
ნახეთ ვიდეო და იმოგზაურეთ თქვენს ზღაპარში, სადაც ფინანსური საკითხები დღის წესრიგში უბრალოდ არ განიხილება.