in

მობილური მარკეტინგის 5 ტოპ პროგნოზი 2023 წელს

რა პროგნოზებია 2023 წელს მობილური მარკეტინგის მიმართულებით? Adjust-ის ექსპერტები გვთავაზობენ ხუთ პროგნოზს, რომელთა გათვალისწინებაც ამ სფეროს ახალი წლიდან დასჭირდება. 

ცენტრალიზებული მონაცემების საშუალებით მარკეტინგის ეფექტურობის გაზრდა

მაშინ, როცა მარკეტერებზე დიდი ზეწოლაა, რათა მათ სწორად და სტრატეგიულად განკარგონ მარკეტინგული ბიუჯეტი, თუმცა, პარალელურად გაზარდონ ეფექტურობა, ყველაზე რთული იმის გადაწყვეტა ხდება, თუ სად და როგორ უნდა გაანაწილონ რეკლამის ხარჯები ყველაზე ეფექტურად. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების ერთიანი, ცენტრალიზებული მიდგომა 2023 წელს დღის წესრიგში იქნება.

სარგებელი ორმხრივია. პირველ რიგში, ყველა არხიდან და წყაროდან მონაცემების მიღება ზრდის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას. მეორე მხრივ, ეს შესანიშნავი გზაა კომპანიის ხარჯების შესამცირებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

მსხვილი ბრენდები შექმნიან საკუთარ სარეკლამო ქსელებს

დიდი ბრენდები, როგორებიცაა Spotify, Walmart და Uber, ახლა აცნობიერებენ თავიანთი პირველი მხარის მონაცემების მონეტიზაციის ღირებულებას. 2023 წელს ასეთი დიდი საწარმოები განავითარებენ საკუთარ სარეკლამო ქსელებს. მარკეტერები და რეკლამის განმთავსებლები გააგრძელებენ თავიანთი მოწინავე მომხმარებლების გამოყენებას მონაცემთა გაზომვისა და მონეტიზაციისთვის.

წარსულში სოციალური მედიის გიგანტები რეკლამის ძირითადი პროვაიდერები იყვნენ, რადგან გლობალური მომხმარებელთა ბაზის მფლობელები არიან, მაგრამ ახალი ბრენდები, რომლებიც ასევე დიდი რაოდენობის მომხმარებელთა მფლობელობაში არიან, ახლა ასპარეზზე შემოდიან. ისინი აღიარებენ რეკლამების გაყიდვის უზარმაზარ ბიზნეს შესაძლებლობას და ემზადებიან საკუთარი სარეკლამო ქსელების შესაქმნელად. ბრენდები, რომლებიც შერწყმულია ოპტიმიზაციის კარგ მაჩვენებლებთან, სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევენ, რაც სოციალური მედიის დომინირებას შედარებით შეამცირებს.

სტრატეგიები ორიენტირებული იქნება ნიშურ აუდიტორიაზე

რაც დრო გადის, ტექნოლოგია იხვეწება და ამ დახვეწაში ხელმისაწვდომობა და გამოყენების სიმარტივე მოიაზრება. მოთხოვნა რეკლამაზე დაფუძნებული ვიდეოსა და სტრიმინგ ტელევიზიაზე სულ უფრო პოპულარული ხდება, რამაც ნიშური აუდიტორიის ჩამოყალიბება გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტენტი კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული გახდა. შესაბამისად, მარკეტერები ცდილობენ, რეკლამები მიზნობრივი სიზუსტით გაუშვან, რაც გამოიწვევს ROI-ს მნიშვნელოვან ზრდას კონვერტაციის გზით. 

ეს ნიშური სერვისები უაღრესად ნიუანსირებულ ვარიანტებს გვთავაზობს და გამიზნულია დემოგრაფიისა და ქცევის შაბლონებზე დაყრდნობით. ამგვარად, რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ განავითარონ მორგებული კამპანიები, რომლებიც მიიპყრობენ მომხმარებელთა ყურადღებას და უბიძგებენ მათ კონვერტაციისკენ. სიმართლე რომ ვთქვათ, მარკეტერები ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ოდესმე. 

მოდელი „მედია მიქსი”

წელს ჩვენ ვნახავთ, რომ კომპანიები გაცილებით მეტ ყურადღებას გაამახვილებენ პროგნოზირებასა და ბიუჯეტის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, ვიდრე ადრე. დღევანდელი მარკეტერები ორიენტირებულნი არიან ისეთ ისტორიულ ციფრებზე, როგორიცაა მომხმარებლის შეძენა და რეკლამის დანახარჯები, რომ ნაკლები აქცენტი კეთდება სტრატეგიასა და დაგეგმვაზე.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წელს მოდელი „მედია მიქსი” (MMM) ძალიან პოპულარული გახდება. MMM შესანიშნავი გზაა არატრადიციული მედია არხების გავლენის გასაზომად, როგორიცაა ტელევიზია, პოდკასტი ან ნებისმიერი გარე რეკლამა. 

მარკეტინგულ კამპანიებზე ROI-ს დადასტურება უმნიშვნელოვანესი იქნება

ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გაზომვაზე. ბოლო წლების ეკონომიკური და ინდუსტრიული პრობლემები ახალი წლიდან მარკეტინგული კამპანიების გაზომვასა და ბიზნესის ROI-ს დამტკიცების შესაძლებლობას მთავარ გამოწვევად აქცევს.

eMarketer-ის პროგნოზით, მობილური რეკლამა 2024 წლისთვის გლობალური ციფრული რეკლამის დანახარჯების 76%-ს შეადგენს. ამიტომ მობილური მარკეტინგის პოტენციალი ახალი მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე მაღალ დონეზეა. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვნახეთ ციფრულ სამყაროზე ასეთი დიდი გადასვლა გასულ ათწლეულში, იყო მისი გაზომვის შესაძლებლობები და მარკეტინგის ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ ჩვენ ვიხილავთ იგივე გადასვლას მობილურზე.

Content ID: როგორ მუშაობს Youtube-ის აღმომჩენი სისტემა

როდის არის დავიწყება ნორმალური და როდის — არა?