in

როგორ გავაუმჯობესოთ ბრენდის მობილური მარკეტინგი

მარკეტინგული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტისა და ფენის ფარგლებში, ერთი სეგმენტი, რომელიც ხშირად ყველაზე ნაკლებ ყურადღებას იქცევდა, იყო მობილური მარკეტინგი, მაგრამ 2022 წელს დამოკიდებულება შეიცვალა და მას თქვენ უბრალოდ ვერ უგულებელყოფთ. Statista-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ საცალო ელექტრონული კომერციის 73 პროცენტი სწორედ მობილურზე მოდის. ეს მას ყველაზე აპრობირებულ მეთოდად აქცევს რომლითაც მომხმარებლები ურთიერთობენ გაყიდვებთან და მარკეტინგთან.

ეს არცაა გასაკვირი. გასაკვირი ისაა, მარკეტინგული გუნდი თუ ამას არ აქცევს ყურადღებას. მსოფლიოში, სადაც ყველას ხელში სმარტფონი უჭირავს, რატომ არ აქცევთ პრიორიტეტად თქვენი პროდუქტის გაყიდვას პირდაპირ მობილურის ძალის გამოყენებით? 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ მობილური მარკეტინგის გამოყენების საუკეთესო მეთოდები. SMS და Push შეტყობინებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მარკეტერებს შორის, თუმცა არის ერთი არხი, რომელსაც რატომღაც ნაკლებად იყენებენ და ესაა WhatsApp. WhatsApp-ს საშუალოდ 2 მილიარდი აქტიური ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, რაც მას პირველ ადგილზე აყენებს ალტერნატივებს შორის. 

რა შეიძლება გააკეთოთ უკეთესი მობილური მარკეტინგისთვის? იხილეთ რამდენიმე რჩევა:

  • თუ გსურთ, რომ თქვენს პლატფორმას ხალხი დაუკავშირდეს, მიეცით მათ QR კოდები, გაუგზავნეთ SMS უფასო კუპონის მისაღებად, ხშირად აცნობეთ მათ, სად ხართ ხელმისაწვდომი;
  • დაეხმარეთ თქვენს კლიენტებს თქვენი პროდუქტების აღმოჩენაში. გაუგზავნეთ push-შეტყობინება ახალი პროდუქტის გაშვებამდე ერთი დღით ადრე, ან აცნობეთ მათ რა ფასდაკლებებია ხელმისაწვდომი;
  • გამოიყენეთ პერსონალიზაცია. ის ყოველთვის გამორჩეულ როლს თამაშობს. გაუგზავნეთ მომხმარებელს პირადად მის ინტერესზე მორგებული შეტყობინება;
  • მიეცით საშუალება თქვენს კლიენტებს შეიძინონ მობილურით. ამისთვის გახადეთ თქვენი ვებგვერდი უფრო მეგობრული მობილურ მოწყობილობასთან ან შესთავაზეთ მომხმარებელს აპლიკაცია.

თუ თქვენი მომხმარებლები იღებენ კარგ სამომხმარებლო გამოცდილებას და პერსონალიზებულ შეთავაზებებს, ისინი დაგიბრუნდებიან მეტის მისაღებად – ეს კი არის წარმატებული მარკეტინგი!

ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ მობილური მარკეტინგის გეგმის განსაზღვრაში თქვენივე ინდუსტრიაც დაგეხმარებათ. თუ ეს ეხება მოგზაურობას, მიეცით თქვენს კლიენტებს შესაძლებლობა, სხვებზე ადრე იხილონ შეთავაზებები ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნების შესახებ. თუ ფინანსურ სექტორში ხართ, შეახსენეთ მომხმარებელს, როცა ბალანსზე ცოტა თანხა აქვს დარჩენილი. თუ განათლების წარმომადგენელი ხართ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, აკონტროლონ სოციალური მოვლენები და დავალების შედეგები. 

Anker-ის ახალი ყურსასმენი მომხმარებლის გულისცემას გააკონტროლებს

ავტონომიური ელექტრო საჰაერო ტაქსი მალე აფრინდება!