in

მობილური ვერ ჩაანაცვლებს სათამაშოს

პირველი, რასაც სათამაშოების მაღაზია Kol Kid -ის რეკლამის ნახვის შემდეგ გაიფიქრებთ, ეს არის ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ფრაზა “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?  – იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!”.

საბჭოთა რევოლუციის რა მოგახსენოთ და ტექნოლოგიური რევოლუცია Kol Kid–ის რეკლამაში სულაც არ აღიქმება ბავშვებისთვის სასიხარულო მოვლენად.  სათამაშო უნდა იყოს სათამაშო და არა ელექტრონული მოწყობილობა – ამ მესიჯით მოგვმართავს Kol Kid -ის სარეკლამო კამპანია, რომელიც რამოდენიმე ვიდეოსგან შედგება.

ალბათ უმჯობესია რეკლამა ანტი ტექნოლოგიურ პროპაგანდად არ აღვიქვათ და  უფრო გავშალოთ Kol Kid-ის მესიჯი. სათამაშო ბავშვთან ერთად ვითარდება და ის აუცილებლად მიაღწევს იმ ასაკს, როდესაც სმარტფონით ტაბლეტით ან სხვა ტექნოლოგიური სიახლით ითამაშებს, ზუსტად ისე როგორც ჩვენ (დიდები) ვთამაშობთ.

ნახეთ და შეაფასეთ

http://youtu.be/11cK8RzvHtA

http://youtu.be/Te5OaEkMlvM

http://youtu.be/EBiImGy2QwI

Unforgettable ჯაზ­ფეს­ტი­ვა­ლის მო­ლო­დინ­ში

ხელოვნების ანარეკლი

ხელოვნების ანარეკლი ეძებს მოხალისე მხატვრებს