in

კარმენი მობილური ტელეფონების შესრულებით

1964 წელს, როდესაც ბობ დილანმა ელექტრო გიტარაზე დაუკრა, პუბლიკა უკმაყოფილო იყო. 2013 წელს, როდესაც ჩეხეთის ფილარმონიულმა ორკესტრმა, ელექტრონულ ინსტრუმენტებზე დაუკრა, მსმენელი აღფრთოვანებული დარჩა  ორკესტრის შესრულებითაც და მობილურებით,  რომლებმაც (რეკლამისთვის) ინსტრუმენტები ჩაანაცვლეს.

ეს ყველაფერი ფრანგული მობილურების ბანკის “Hello Bank!”-რეკლამისთვის მოხდა. 237 მობილური ტელეფონი საორკესტრო ინსტრუმენტებად აქციეს და ერთ WiFi ქსელში გააერთიანეს.

რამდენად მისაღები იქნება კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის აკუსტიკური ინსტრუმენტების მაგივრად მობილურების გამოყენება ვერ გეტყვით, მაგრამ რეკლამა კი შესანიშნავია…

ნახეთ, ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრის კარმენი, მობილურ ტელეფონებზე შესრულებით.

http://youtu.be/mHnfVGtniaY

 

 

ლამაზი ქალები უფასოდ ჭამენ

მიიღე ყავა კოცნის სანაცვლოდ