19
Dec
2019

„მობინადრის წიგნაკი“ – ახალი სიტყვა სამშენებლო სფეროში

19 Dec 2019

სამშენებლო კომპანია „ნაის რუმმა“ პროექტ „ნაის ავლაბრის“ ,,მობინადრის წიგნაკის“ პრეზენტაცია გამართა. „მობინადრის წიგნაკი“ მიზნად ისახავს კორპუსის მაცხოვრებლების მაქსიმალურ ინფორმირებას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათ საცხოვრებელ კომპლექსთან, რაც თავისთავად გაამარტივებს თითოეული მობინადრისთვის მნიშვნელოვანი პრობლემებისა თუ სხვადასხვა საკითხის გადაჭრის გზებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ “მობინადრის წიგნაკით „ნაის ავლაბარმა“ სამშენებლო სფეროში ახალი სიტყვა თქვა, მომხმარებელს შესთავაზა პროდუქტი, რომლის მსგავსი აქამდე არც ერთ სამშენებლო კომპანიას არ შეუთავაზებია.

„მობინადრის წიგნაკში“ თავმოყრილია ინფორმაცია პროექტების შესახებ, რის შემდეგაც დეტალურად არის საუბარი კორპუსის მშენებლობის ისტორიაზე, გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე, ექსპლუატაციის პირობებზე, სართულებრივ გეგმასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

წიგნაკში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საკითხზე, როგორიცაა უსაფრთხოება. უსაფრთხოებისა და რეკომენდაციების გვერდზე მოცემულია მაცხოვრებლებისთვის რჩევები: თუ სად უნდა დაამონტაჟონ კონდიციონერი ან გათბობა, როგორ მოიქცნენ რემონტისას, რა უპირატესობები აქვთ და როგორ ხდება ეზოს ფართების განკარგვა.

„მობინადრის წიგნაკი“ მაცხოვრებლებს ასევე ინფორმაციას აწვდის წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობისა თუ გაზის მილების გაყვანილობის შესახებ, რითიც თითოეულ მობინადრეს უქმნის უსაფრთხო და დაცულ გარემოს.

„ნაის რუმისთვის“ პრიორიტეტულია შექმნას სივრცე თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის. ის ქმნის პროდუქტს მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად. „ნაის ავლაბრის“ „მობინადრის წიგნაკი“ თქვენი ოჯახის ნაწილია, ის მზად არის გაიზიაროს თქვენი ოჯახის წევრების მნიშვნელოვანი დღეები. სწორედ ამიტომ, მან თქვენთვის „სამახსოვრო გვერდი“ შექმნა. ამ გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ სურათები, რომელიც აღწერს საცხოვრებელ კომპლექსში აღბეჭდილ ბედნიერ, თავგადასავლებით დატვირთულ და საინტერესო დღეებს. ისეთ წუთებს, რომლებმაც გააფერადა თქვენი ცხოვრება „ნაის რუმი“კი ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

„ნაის რუმი“ მზად არის კიდევ ბევრი საინტერესო სიახლით ახალი სიტყვა თქვას სამშენებლო მიმართულებით. მას აქვს ამბიცია იყოს პირველი და ყველაზე ინოვაციური.

 

[R]

განხილვა