in

mobineX-ის საჩუქარი ქართველ გულშემატკივარს – 3GB ინტერნეტი და 90 წუთი სასაუბრო დრო

ევროპის ჩემპიონატი გვიახლოვდება და ამ საფეხბურთო დღესასწაულისთვის მზადება უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ვემზადებით ქართველები ევროპაში წასასვლელად და ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროდ.

ჰოდა, mobineX რისი mobineX იქნებოდა, თავისი წვლილი რომ არ შეეტანა ამ ჯადოსნურ ამბავში. პროდუქტიც ისეთი გვაქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უუუსწრაფესი ინტერნეტის გამოყენების საშუალებას ვაძლევთ ყველა მოგზაურს, ყველა დივაისზე განურჩევლად იმისა, მის ტელეფონს SIM-ის მხარდაჭერა აქვს თუ eSIM-ის. ამ ზაფხულს აპლიკაციაც გავუშვით, სადაც სტანდარტული ინფორმაციისა და მომსახურების მიღების გარდა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში ზარების განხორციელებაა შესაძლებელი.

ჩვენი ბრენდის დაპირებაა, რომ სულ ხაზზე ვართ. და დიახ, ქართველი გულშემატკივრებიც სულ ხაზზე უნდა იყვნენ და პირდაპირ ეთერში გვამცნონ ჩვენი ბიჭების ამბები.

სწორედ ამიტომ, ევროპის ჩემპიონატისთვის ყველა გულშემატკივარს საჩუქარი გავუკეთეთ. უფრო კონკრეტულად კი ყველა, ვინც გამოიყენებს პრომო კოდს EURO2024 mobineX-ისგან საჩუქრად მიიღებს 3 GB უუუსწრაფეს ინტერნეტს გერმანიის eSIM-ზე და 90 წუთ სასაუბრო დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – რათა მთელი თამაშის განმავლობაში იყოს სულ ხაზზე.

არც ის ადამიანები დაგვვიწყებია, ვის მობილურ ტელეფონსაც არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. Შევქმენით პრომო კოდი EURO15, რომლითაც ფიზიკური SIM-ის შეძენისას გულშემატკივრები მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას.

საჩუქრის მიღება მარტივია – შედი mobinex.ge-ზე, გაიარე რეგისტრაცია, პრომოკოდის ველში ჩაწერე EURO2024 და მიიღე:

  • გერმანიის eSIM,
  • 3 GB ინტერნეტი და
  • აპლიკაციაში 90 წუთი სასაუბრო დრო მთელს მსოფლიოში. ესეც აპლიკაცია – mobinex.ge

ფიზიკური SIM-ის 15%-იანი ფასდაკლების პრომო კოდი კი არის – EURO15

 აბა, მზად ხარ ჩვენი ბიჭების და ჩვენი ქვეყნის საგულშემატკივროდ? იყავი სულ ხაზზე mobineX-თან ერთად.

[პარტნიორის კონტენტი]

რას უნდა ველოდოთ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

Lavazza – იტალიური ყავა, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიყვარეს