KFC-ის მთავარი პრიორიტეტი მისი პროდუქციის ხარისხია, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ბრენდი ქათმებს აქცევს, რომლებიც მეტი სიყვარულით სარგებლობენ და მათზე მოთხოვნაც მაღალია. იმისთვის, რომ მომხმარებელი ხარისხში დაარწმუნოს, ბრენდმა სააგენტო Mother London-ის დახმარებით, ახალი ძალიან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. რგოლის მთავარი გმირები მხიარული, მუსიკალური და თან საოცრად კარგად მოცეკვავე ქათმები არიან. ასეთი ქათმებით მომზადებული კერძები კიდევ უფრო გემრიელი და მიმზიდველია.