in

Modern Art-მა ლონდონში კარლო კაჭარავას გამოფენა დააანონსა!

პირველი გამოფენა 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება


Modern Art-მა კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა დააანონსა! სანია კანტაროვსკისა და სკოტ ტეილორის კურატორობით პირველი გამოფენა 2021 წლის ოქტომბერში – ლონდონში, Modern Art Helmet Row-ში – გაიმართება.

კარლო კაჭარავა მხატვარი, თეორეტიკოსი და პოეტი იყო, რომელიც გვიან საბჭოთა ვიზუალურ კულტურას გასცდა და დიდი წვლილი შეიტანა პოსტსაბჭოთა კავკასიის თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა ნაადრევმა გარდაცვალებამ “იმსხვერპლა”, კარლო კაჭარავას ნამუშევრები თანამედროვე ქართველი მხატვრებისთვის დიდ შთაგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მხატვარი სამეტყველო ენას ხშირად მხატვრობასთან სინთეზში იყენებდა და წერილობითი სიტყვის ხატოვანი განზომილების ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა. კარლო კაჭარავას მიერ გამოყენებული ტექსტური იკონოგრაფია ქართულ და ლათინურ დამწერლობას შორის იცვლებოდა და ხშირად ეხებოდა დასავლურ კულტურასა და ფილოსოფიას.

შესაბამისად, კარლო კაჭარავას სურათები ნარატიული ხასიათის სიმძაფრით გამოირჩევა – მათში მხატვრულად აბსტრაქტულ პასაჟებსა და ექსპრესიულად გამოხატულ ილუზიას ვხვდებით. ამასთან, მხატვრის შემოქმედებაში ქართული ფუტურისტული მემკვიდრეობის, გერმანული ექსპრესიონიზმისა და კომიქსების გარკვეულ აქცენტებს ვხვდებით.

საგულისხმოა, რომ კარლო კაჭარავას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოფენის დაანონსება პირველი შემთხვევა არ არის. 1998 წელს მისი ნამუშევრები ნაჩვენები იქნა ნიუ-იორკის ჯოის გოლდსტეინის გალერეაში. მას შემდეგ, მისი სურათები არაერთ გამოფენაზე გამოჩნდა, მათ შორის Sputterances – ნიუ-იორკის Metro Pictures Gallery-ში (2017). რაც შეეხება საქართველოს, ირენა პოპიაშვილმა ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივა მოაწყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (2017).


„გლორიას“ უნივერსალური კონცეფცია

IT აკადემია STEP-ის წლის მთავარი ღონისძიება – გრაფიკული დიზაინის სტუდენტების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა