in

თანამედროვე ტექნოლოგიები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ

მფრინავი დრონები და რობოტები კურიერებად, ონლაინ სივრცეში გადატანილი სამუშაო გარემო, ვირტუალური გაყიდვები, სიცხის საზომი კამერები და ტერმინალები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტექნოლოგიური სიახლეებისა, რომლებიც სამყაროში კოვიდ 19-ის გამოჩენის შემდეგ განვითარდა და ტრადიციული საკომუნიკაციო არხები ჩაანაცვლა.

BOG
BOG

უნდა ითქვას, რომ საქართველოც ძალიან სწრაფად ადაპტირდა პანდემიურ პირობებზე. მფრინავი დრონები და რობოტები ჩვენთან ჯერ არ გამოჩენილან თუმცა, თერმოსკრინინგის მიმართულებით, ქართულ ბაზარზე, სიცხის საზომი კამერების ძალიან დიდი არჩევანია. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბიზნესს, მომხმარებლებისა და თანამშრომლების დასაცავად, თერმოსკრინინგის აპარატები შესთავაზა, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სისტემების იმპორტიორი კომპანია ინოტექი იყო.

რა როლი აქვს Covid-19-ის წინააღმდეგ თერმოსკრინინგს და რა სახის საშუალებები არსებობს ამ პროცედურისთვის?

ლევან ფანჯიკიძე, ინოტექის გენერალური დირექტორი: “იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ 19-ის ერთ-ერთ მთავარ სიმპტომად ტემპერატურის მატება სახელდება, თერმოსკრინინგს ვირუსის პირველადი გამოვლენისა და პრევენციის საქმეში დიდი როლი აკისრია. პირველ ეტაპზე, საზოგადოებაში უარყოფითი განწყობები იყო, თერმოსკრინინგის პროცედურისა და აპარატების მიმართ. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი თერმოსკინინგის აპარატი, არ იწვევს დასხივებას და ადამიანის ჯანმრთელობაზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს.”

რაც შეეხება თერმოსკრინინგის სახეობებს, დღესდღეობით თერმოსკრინინგისთვის ორი უახლესი ტექნოლოგია არსებობს: თერმოსკრინინგის კამერები და თერმოსკრინინგის ტერმინალი. ორივე ტექნოლოგია დისტანციური, უსაფრთხო და, რაც მთავარია, ძალიან სწრაფია – ისინი 1-2 წამში ზომავენ ადამიანის ტემპერატურას. მოცემული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას, პანდემიის სიმპტომების ამოცნობას, შეტყობინებას და მასზე შემდგომ რეაგირებას.

თერმოსკრინინგის კამერა – აკეთებს ცხელი საგნების ტემპერატურის ანალიტიკას და შეუძლია, განასხვაოს, საგანი მოძრავი ცოცხალი ორგანიზმია, თუ მაგალითად, ყავა ან ტელეფონი. შესაბამისად, სისტემის მოტყუება გამორიცხულია. მას შეუძლია, ერთდროულად 20-დან 30-მდე ადამიანს გაუზომოს ტემპერატურა და ცდომილება 0,1-0,2 გრადუსია. ტემპერატურის გაზომვისათვის საჭიროებს ერთ წამს. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი იძლევა განგაშს, როგორც კომპიუტერში, ასევე ხმოვანი სიგნალის სახით. ეს მოწყობილობა, ძირითადად, გამოიყენება ისეთი დაწესებულებებში, სადაც ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობს, მაგალითად: სავაჭრო ცენტრები, უნივერსიტეტები, სკოლები და ა. შ

თერმოსკრინინგის ტერმინალი – მოწყობილობა, რომელიც მოკლე დისტანციაზე მიახლოებისას ან მაჯის მიტანისთანავე ზომავს ტემპერატურას, იღებს ფოტოსურათს და ინახავს ინფორმაციას პირის შენობაში შესვლისა და გასვლის დროის შესახებ. ტერმინალს შეუძლია გახსნას სხვადასხვა მექანიკური ბარიერი, თუ ადამიანი აკმაყოფილებს ორ პირობას: ატარებს პირბადეს და არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული ტექნიკური საშუალება, ძირითადად, გამოიყენება მცირე და საშუალო ორგანიზაციებში.

პანდემიის პირველი ტალღიდან დღემდე ინოტექმა (www.innotech.ge), თერმოსკრინინგის მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, ამ პერიოდში თერმოსკრინინგის ტერმინალით აღიჭურვა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, ენერგო პრო ჯორჯია, მაგთის ოფისები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა. ინოტექის განხორციელებულ პროექტებში შედის ასევე სხვადასხვა სავაჭრო ცენტრისა და უნივერსიტეტის თერმული კამერებით უზრუნველყოფაც.

 

[R]

Nutella-ს ახალი, QR-ეტიკეტები იტალიაში ვირტუალური მოგზაურობისთვის

Moderna-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა