in

Moderna-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა

Medical syringe is seen with Moderna company logo displayed on a screen in the background in this illustration photo taken in Poland on June 12, 2020. American biotech company Moderna has announced on June 11 that will start final stage of covid-19 vaccine trial in July. (Photo Illustration by Jakub Porzycki/NurPhoto via AP)

Moderna Inc. აცხადებს, რომ უახლესმა კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 94.5%-იანი შედეგიანობა აჩვენეს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მალე პანდემიის გაკონტროლება შესაძლებელი გახდება. მსგავსი სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა Pfizer Inc.-სა და BioNTech SE-ს მიერ გამოშვებული ვაქცინის შესახებ, რომელმაც 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა.

BOG
BOG

ორივე ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია ეყრდნობა სრულიად ახალ ხერხს, სახელწოდებით “messenger RNA”, რომელიც აქამდე არც ერთი ვაქცინის შექმნისას არ გამოყენებულა. ამ სიახლეებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ მალე კორონავირუსს ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩება.

“30 000-ზე მეტი მოხალისის მონაცემების პირველმა ანალიზმა აჩვენა, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტურად უშლის ხელს კორონავირუსით გამოწვეულ სიმპტომებს,” – ნათქვამია კომპანიის უახლეს განცხადებაში.

იმ მოხალისეებს შორის, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს,  ავად გახდა მხოლოდ 5 ადამიანი, ხოლო დანარჩენმა 90-მა კი წარმატებით გადაიტანა ვაქცინაცია.

ზემოხსენებული ვაქცინები სწორედ იმ მომენტში შეიქმნა, როცა კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემია სულ უფრო და უფრო რთულდება. აშშ-ც და ევროპაც დღიურად ახალ ანტირეკორდებს ამყარებენ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების შედეგები ჯერ მხოლოდ წინასწარია, აშშ–ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან ისინი უკვე ელიან რეალიზაციის ნებართვას იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო კვლევებიც მათ უსაფრთხოებას დაამტკიცებს. საბოლოო შედეგებს კი ამ თვის ბოლოს უნდა ველოდოთ.

Moderna-მ სულ ახლახან მიიღო 955 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება აშშ-ს ოპერაციის Warp Speed ​​პროგრამისგან, რათა ვაქცინა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. Pfizer–მა კი განაცხადა, რომ მას არ მიუღია არანაირი ფედერალური დაფინანსება ვაქცინის შესაქმნელად.

Moderna ელის, რომ წლის ბოლოს ვაქცინის 20 მილიონ დოზას აწარმოებს, რაც საკმარისი იქნება 10 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. ეს საწყისი პარტია პირველად აშშ-ში რეალიზდება. ამდენივე რაოდენობის ვაქცინა ექნება აშშ-ს Pfizer-ისგანაც. თუმცა, Pfizer– მა განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მისი ვაქცინის 50 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

ვაქცინის ოფიციალურად ავტორიზების შემდეგ, საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება ქვეყნებისთვის მისი მიწოდება. ერთ-ერთ ამგვარ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაიზერის ვაქცინა ეფექტურია მხოლოდ ულტრა ცივ პირობებში, რისი შექმნაც გადაადგილებისას არც თუ ისე მარტივი იქნება.

მოდერნამ ორშაბათს განაცხადა, რომ ახალმა მონაცემებმა აჩვენა, მისი ვაქცინა სტაბილურია მაცივრის ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი სტაბილურობისთვის მისი შენახვა საყინულეებშია საჭირო, თუმცა მას არ სჭირდება ის სპეციალური გარემო პირობები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინისთვისაა საჭირო.

როგორც ცნობილია, Moderna- ს ვაქცინის ორი დოზა უნდა გაკეთდეს ოთხი კვირის ინტერვალით; Pfizer– ის ორი დოზა კი – სამ კვირაში.

”ყველა აფთიაქს, ექიმის კაბინეტს, საავადმყოფოს აქვს ვაქცინის შენახვის შესაძლებლობა ჩვეულებრივ მაცივარში. ვაქცინის სტაბილურობა ასეთ ტემპერატურაზე დიდ გავლენას მოახდენს მის ფართო გავრცელებაზე,” – აცხადებენ მოდერნაში.

კომპანია Moderna-ს მონაცემების ანალიზმა უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გამოავლინა. ნათქვამია, რომ ზოგიერთ მოხალისეს ვაქცინის მიღების შემდეგ ჰქონდა ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და თავის ტკივილი, თუმცა ზოგადად, გვერდითი მოვლენები ხანმოკლე იყო.

თანამედროვე ტექნოლოგიები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ

ვინ არის კივი და რა სიახლეებია Kiwipost.ge-ში?