in

როგორი იქნება თბილისის განახლებული სატელევიზიო ანძა? [ფოტო]

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა. პროექტის მიხედვით, ანძაზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. კახა კალაძის თქმით, ანძაზე მოეწყობა რესტორანი და  პანორამული გადმოსახედი. ამასთან, მოეწყობა რესტორანი 75 მეტრ სიმაღლეზე პანორამული გადმოსახედებით. კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტსი“. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 50 ადამიანი. სატელევიზიო ანძის მოდერნიზება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ნახეთ, პროექტისთვის მომზადებული ვიზუალები, თუ როგორი იქნება თბილისის განახლებული სატელევიზიო ანძა.

BOG
BOG

წყარო: 1tv.ge

5 რამ, რაც 2019 წელს საუკეთესო ლიდერად გაქცევთ

თიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა – თი ბოტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა