29
Mar
2019

სასერტიფიკატო კურსი მოდის ბიზნესით დაინტერესებულთათვის

29 Mar 2019

 სასერთიფიკატო კურსი მოდის ბიზნესის ახალი ტექნოლოგიებით იწყება. ორგანიზატორების, CBL კრეატიული ბიზნეს ლაბის წარმომადგენელთა თქმით პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგება:

  • მოდის ისტორიაქეთი შავგულიძე
  • ბრენდი და ბრენდის სტრატეგიული  მართვაშოთა ჩინჩალაძე 
  • მოდის თანამედროვე ტენდეციებიგიორგი შაღაშვილი 
  • მოდის  ღონისძიებათა მართვა  მაკა ყუბუსიძე 
  • მოდის  ბლოგი და სტილი ანანო დოლაბერიძე 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები  – ელდარ პირმისაშვილი 
  • მოდის ბიზნესიგიორგი მიქაია 
  • მოდა ახალი ტექნოლოგიებითმიშო ბერიანიძე 
  • მოდის  მარკეტინგი და მენეჯმენტი ნინო იოსელიანი 

 

კურსი დააინტერესებთ დამწყებ და მოქმედ დიზაინერებს , ბრენდული მაღაზიების მენეჯერებს , მოდის სახლების მენეჯერებს , მოდელებს, სტილისტებს და მოდის ბიზნესით დაინტერესებულ სხვა პირებს.

“მოდა ის სფეროა , რომლიც საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება. იქმნება ბევრი ახალი და ორიგინალური პროდუქტი, დიზაინერები საერთაშორისო ასპარეზზე გადიან და მოდის კვირეულებიც უფრო და უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. თუმცა, ბარიერი, რომელიც მოდის ბიზნესში მუდმივად იჩენს თავს არის ამ მიმართულებით განათლება. ინდუსტრიის განვითარებისათვის საჭიროა fashion მენეჯერები და fashion მარკეტინგის სპეციალისტები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სასერტიფიკატო კურსი Fashion Business with New Technologies რომელიც CBL კრეატიული ბიზნეს ლაბში ისწავლება.

მასში ჩართულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ცოდნა მოდის ინდუსტრიის სფეროში, ამ მიმართულებით გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, შეიძინონ ამ სფეროს მართვისა და მარკეტინგისათვის აუცილებელი უნარები. კურსის მიზანია, მოდის სახლებისათვის, მოდური ჟურნალებისათვის, ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორისათვის მოამზადოს პროფესიონალი Fashion-მენეჯერები და Fashion-მარკეტინგის სპეციალისტები.”

 

კურსის ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

  • მეცადინეობებს გაუძღვებიან პროფესიონალი ლექტორები 
  • კურსის მონაწილეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ  ცნობილი დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები
  • კურსის მონაწილეებისათვის მოეწყობა სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში 
  • კურსის მონაწილეები ჩაერთვებიან Tbilisi Fashion Week-ის ღონისძიებებში და დაესწრებიან TFW-ის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებს
  • კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან მოდურ ჟურნალში და ჩართულები იქნებიან სხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში
  • კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატს 

“აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან – Hello Magazine Georgia, Nargiz Georgia და სხვადასხვა მოდის სახლში”.

კურსის ხანგრძლივობა 14 კვირას მოიცავს, მეცადინეობები კი კვირაში სამჯერ ჩატარდება. მისი საფასური 1600 ლარია.
Info : 577502705 / 599 080 839
დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით – http://cbl.ge/

[R]

განხილვა