in

ქალაქში ახალი ტაქსია – Mody

ქალაქში ტაქსის ახალი ქართული კომპანია Mody გამოჩნდა, რომლით სარგებლობა მგზავრებს უკვე 24 აპრილიდან შეუძლიათ. კომპანია საზოგადოებასთან გაცნობას საჩუქრით იწყებს – პირველი 1000 მგზავრობა 50%-იანი ფასდაკლებით შესრულდება, რაც ნამდვილად წამახალისებელია, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნაკლებ ფასად გამოცადოს ახალი შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა პრიორიტეტებს, Mody მგზავრებს სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას სთავაზობს.

ტაქსის ახალი კომპანიის სპეციალურ შეთავაზებებს შორის სწრაფი გამოძახების ღილაკიცაა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამ ღილაკს გამოიყენებს, მასთან მივა ის მძღოლი, რომელიც ტერიტორიულად ყველაზე ახლოსაა.

ალბათ ხშირად გქონიათ სიტუაცია, როდესაც გამოძახებული ტაქსი არ მოდის ზუსტ მისამართზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს შეიძლება იყოს: შედარებით რთულად სავალი გზა, უამინდობა და სხვა. Mody-ს ერთ-ერთი საკომუნიკაციო მესიჯი სწორედ ამ საკითხზე მიუთითებს – ,,სადაც გვეტყვით, იქ მოვალთ“ – მიმართავს ის აუდიტორიას, რაც კიდევ ერთ მიზეზს გვიჩენს, ვიმგზავროთ და მეტი გავიგოთ კომპანიის შესახებ.

ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გარდა, Mody კიდევ უამრავ საინტერესო სიახლეს გვპირდება, რომელიც სწორედ ხალხის ინტერესებზეა მორგებული. Mody სწრაფი, უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო ქართული ტაქსია.

24 აპრილიდან Mody-სთან ერთად ახალი გამოცდილება იქმნება!

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ მისაღები გარემო. საქმის წამოწყებამდე ხანგრძლივი კვლევა ჩავატარეთ როგორც მძღოლებთან, ისე იმ ადამიანებთან, რომლებიც ხშირად მგზავრობენ სხვადასხვა კომპანიის ტაქსებით. მაქსიმალურად ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა შენიშვნები ორივე მხრისაგან და შეგვექმნა ხალხის ინტერესებზე მორგებული მომსახურება. ჩვენ ვიქნებით ის კომპანია, რომელსაც ხალხი ენდობა და კმაყოფილია. მომხმარებელს მგზავრობა უკვე 24 აპრილიდან შეეძლება. პირველ 1000 მგზავრობას ჩვენს აუდიტორიას ნახევარ ფასად ვთავაზობთ”, – აცხადებენ დამფუძნებლები.

Mody-ს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:

მომხმარებლების Android აპლიკაცია

მომხმარებლების iOS აპლიკაცია

მძღოლების Android  აპლიკაცია

მძღოლების  iOS აპლიკაცია

[R]

ეს ჭრილობის სახვევი ინფექციაზე ფერის შეცვლით რეაგირებს

ახალი პროდუქტები Acer-ის 20 აპრილის ღონისძიებიდან!