29
Mar
2019

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მოძრაობა დაფუძნდა

29 Mar 2019

29 მარტს საქართველოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება, რომლის მიზანსაც თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორიმირება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ წელს ამ დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივ მოძრაობას “საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე”. აღნიშნულ კამპანიაში უკვე მრავალი ცნობადი სახე ჩაერთო. მათთან ერთად, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, შეუერთდეს კამპანიას და თავადაც იზრუნოს ჯანსაღ მომავალზე, რაც პირველ რიგში, ერთმანეთის უფლებების დაცვით და ჯანმრთელობაზე ზრუნვით უნდა გამოიხატოს.

განხილვა