17
Oct
2016

უილიამ შექსპირის “ქარიშხალის” პრემიერა მოძრაობის თეატრში

17 Oct 2016

პირველად, ქართული თეატრის ისტორიაში, მაყურებელს ეძლევა საშუალება იხილოს უილიამ შექსპირის “ქარიშხალი” მოძრაობის თეატრის სცენაზე. პრემიერა 15, 16, 22, 23, 29, 30 ოქტომბერს გაიმართება.

ქარიშხალი ანონსი

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

ავტორი: უილიამ შექსპირი

მხატვარი: კახა ბაკურაძე, სოფია შარია, გიორგი ნინოშვილი

კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

მთ. როლში: ანი თალაკვაძე, ლაშა რობაქიძე, ბექა გარსენიშვილი, ელიზბარ ჩხეიძე, ლევან ქარჩილაძე, სალომე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოგიძე, უჩა მჟავია

მილანის კანონიერ მთავარს – პროსპეროს, თავისი ძმა – ანტონიო უკანონოდ წაართმევს ტახტს. პროსპერო შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს და კუნძულზე აღმოჩნდება თავის ქალიშვილ – მირანდასთან ერთად, სადაც ჰაეროვანი სული – არიელი და მახინჯი მონა – კალიბანი ცხოვრობს. პროსპერო ზებუნებრივი ძალებს დაიმორჩილებს. ერთ დღეს, ზღვაში გასულ ნეაპოლის მეფის – ალონზოს გემს, რომელზეც ანტონიო იმყოფება ქარიშხლის ალყაში მოაქცევს და ნაფოტებად აქცევს. გემზე გადარჩენილები კუნძულის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან, მათ შორის ანტონიო და ნეაპოლის უფლისწული – ფერდინანდი.

განხილვა