in ,

აღმოაჩინე მინესოტა აშშ-ს სხვადასხვა შტატში – კამპანია ადგილობრივი ტურიზმის განსავითარებლად

სრულიად მოულოდნელად, ჩიკაგოში, კანზასსა და დენვერში მოსახლეობამ უცნაური კონტეინერები აღმოაჩინა წარწერით “აღმოაჩინე მინესოტა”, შიგნით კი ამ შტატის პატარ–პატარა “ფრაგმენტები”: საუკეთესო მუსიკა, ნავი და არჩვეულებრივად მოწყობილი სათევზაო გარემო. მინესოტას კონტეინერებმა გახსნისთანავე უამრავი მნახველი მოიზიდა. ყველას სურდა კარგი მუსიკის მოსმენა და სათევზაო ნავში სურათის გადაღება. სულ მალე, “მოძრავი მინესოტას” სურათები ინტერნეტ სივრცეშიც გავრცელდა.

 

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მიუხედავად იმისა, რომ მინესოტას მოსახლეობას ნამდვილად ბევრი აქვს თავისი შტატით საამაყო, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მას მაინც ცივ უინტერესო ადგილად აღიქვამს. ამ შეხედულების შესაცვლელად, მინესოტელებმა გადაწყვიტეს სამყაროსთვის თავიანთი შტატი განსხვავებულად დაენახებინათ. სპეციალურად ამ რთული ამოცანისთვის, შეიქმნა კამპანია “მოძრავი მინესოტა”. შტატის ტურიზმის დეპარტამენტმა მინესოტას ღირსშესანიშნაობები დიდ კონტეინერებში საინტერესოდ “განათავსა” და სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა.

პროექტზე სააგენტო Colle+McVoy–მ იმუშავა და მინესოტას ტურიზმის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, შტატის ეს არაჩვეულებრივი “სავიზიტო ბარათები” შექმნა.

კონდომის მასალისგან შექმნილი სპორტული ტანსაცმელი – Skyn-ის ინოვაციური ექსპერიმენტი

კულინარიული კომიქსური ილუსტრაციები სან დიეგოს ყოველწლიურ ComicCon–ზე