in

მოძრავი სამუშაო სივრცე – კომფორტული მინივენი, მოსაწყენი ოფისის ნაცვლად

დაძაბულ სამუშაო პირობებში კარგი გარემო სწორედ ის ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ მუშაობას. ყოველდღე ერთი და იგივე, ერთფეროვანი სამუშაო მაგიდა და ოთხი კედელი მართლაც ძალიან მომაბეზრებელი, ცოტა არ იყოს დამთრგუნველიც კია. ეს მონოტონურობა ძალაუნებურად გონებრივ შესაძლებლობებზეც მოქმედებს და ხელს უშლის განვითარებას. Nissan–მა გადაწყვიტა ამ საკითხზე თავად ეზრუნა და ერთგული მომხმარებლისთვის ისეთი რამ შეეთავაზებინა, რაზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვიან.

BOG

ერთი შეხედვით ცოტა უცნაურია, რა შეიძლება შემოგვთავაზოს ავტომობილის მწარმოებელმა ისეთი, რაც ჩვენს სამუშაო გარემოს გააუმჯობესებს?! ამ კითხვაზე პასუხი კიდევ უფრო მოულოდნელია – Nissan წარმოგიდგენთ, არც მეტი არც ნაკლები, სამუშაო მინივენს. ეს არის სრულიად ახალი ტიპის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია მუშაობისთვის ყველა საჭირო აქსესუარით: სამუშაო მაგიდა, კომფორტული სკამი, კომპიუტერი, უსადენო, ინტერნეტი, ტელეფონის დამტენი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებლები, ყავის აპარატი, პატარა მაცივარი, სათავსოები საკანცელარიო ნივთებისთვის. მანქანას პატარა “აივანიც” კი აქვს, იმისთვის, რომ შესვენების დროს გამოხვიდე და არაჩვეულებრივი ხედებით დატკბე.

 

ბრენდის ახალი მანქანა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სამუშაოსგან უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ და უფრო ეფექტურები გახდნენ, რასაც აქამდე უბრალოდ კარგად აკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა, თუ უსახური სამუშაო ოთახიდან ბუნებაში, რაიმე განსაკუთრებულ ადგილას გადაინაცვლებთ. ასეთი მანქანით ყოველდღე ახალ ადგილას მუშაობა შეგიძლიათ, ახალი შემართებით, იდეებითა და განწყობით.

რა მოხდება, თუ ცნობილი ბრენდის სახე plus-size ქალბატონი გახდება?!

მოიწყვეთ დასვენების დღეები, რომ თქვენი თავი არსად გაგექცეთ! – Nemiroff–ის სახალისო რეკლამა