პროფესიის შესაცვლელად, წლები სულაც არ არის საჭირო. მეტიც, არც უნივერსიტეტში ჩაბარებაა აუცილებელი — მით უმეტეს, ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი რჩება უნივერსიტეტს მიღმა, მაგრამ ბევრი მათგანი სასურველი პროფესიის დაუფლებას მაინც ახერხებს. ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ახალი პროფესიის ათვისებისათვის არაფორმალური გარემოც საკმარისია, გამოცდებზე ჩაჭრა ადამიანისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. გამოცდების გარეშეც შეგიძლია დაეუფლო ყველაზე თანამედროვე და მაღალანაზღაურებად პროფესიებს.
სულხან კვერნაძის უნივერსიტეტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამჯერად გიამბობთ სასწავლებელზე, სადაც შეგიძლიათ, სულ რაღაც 7 თვეში დეველოპერად იქცეთ.
Skillwill-ში სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის დაუფლება. აკადემია ხუთ წელზე მეტია ეხმარება ადამიანებს პროფესიული გზის შეცვლაში. კურსების უმეტესობაზე სწავლის დასაწყებად არ არის საჭირო საბაზისო ცოდნა, აკადემიაში ყველაფერს ნულიდან ისწავლით. ონლაინ კურსებით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სასწავლო კურსების განმავლობაში, სფეროს პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე ატარებენ ლექციებს. სტუდენტები იღებენ ყველა საჭირო მასალას, ესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და უტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები. ამას გარდა, ყველა მათგანს აქვს წვდომა ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე. ამდენად, Skillwill-ში შეგიძლია ისწავლო, როგორც გინდა, როცა გინდა, საიდანაც გინდა და რისთვისაც გინდა.
ამჯერად, სქილვილს ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილთათვის სპეციალური შეთავაზება აქვს და მათ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. სქილვილის აზრით, გამოცდებზე ჩაჭრა დასასრული არ არის და ნებისმიერ პიროვნებას სხვა საშუალებითაც შეუძლია გზის გაკვალვა. სწორედ ამ იდეის გასაძლიერებლად და მსგავსი სურვილის მქონე ადამიანებისთვის წამოიწყო სქილვილმა კამპანია, რომლის შესაქმნელადაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
[R]