in

“მოედანი” – იტალიური “პიაცას” კონცეფციის მრავალფუნქციური სივრცე ავლაბარში

ქალაქი, რომელიც თხუთმეტ საუკუნეზე მეტს ითვლის, კულტურული ღონისძიებების, ვაჭრობისა და ურთიერთობების ადგილი იყო, მის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად კი, ავლაბარი მიიჩნეოდა. თავშეყრის მთავარ ადგილებად მოედნები ითვლებოდა. მოედნებზე ყოველთვის იკრიბებოდა ხალხი, თუმცა, ავლაბარი მხოლოდ სავაჭრო ან საცხოვრებელი უბანი არ იყო. ასეთ ადგილებში განთავსებული დუქნები უამრავ ადამიანს მასპინძლობდა. ავლაბრის უბანი ტურისტებისა და ადგილობრივების ყურადღების ცენტრში ახლაც ხვდება და სწორედ ეს იქცა შთაგონებად, ისტორიული ქალაქის გულში შექმნილიყო დასვენების, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე – “მოედანი”. პროექტი ძველებური მოედნის კონცეფციასაც აცოცხლებს და მასში თანამედროვე სტილს აინტეგრირებს. იდეის თანახმად, ეს იქნება მრავალფუნქციური სივრცე საქმიანი ადამიანებისათვის, ხელოვანებისათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც ეძებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობებს.

“გვსურს, “მოედანი” ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის სასურველ დანიშნულების ადგილად და ქალაქის ყველაზე “ცხელ წერტილად” ვაქციოთ. ეს იქნება სივრცე, სადაც ნებისმიერი გემოვნებისა და ცხოვრების წესის ადამიანი იპოვის ადგილს გასართობად, გასასეირნებლად, სამუშაოდ თუ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დასაგემოვნებლად. როცა პარტნიორები -შეხვედრას, ოჯახი – დროის ერთად გატარებას ან მეგობრები შეკრებას გადაწყვეტენ, პირველი, “მოედანი” გაახსენდებათ,” – ამბობენ პროექტის ავტორები.

კონცეფცია & არქიტექტურა

1.4 ჰა-ზე განთავსებული “მოედანის” შექმნისას არქიტექტორებმა მისი ადგილმდებარეობაც გაითვალისწინეს, ისტორიული ღირებულებაც და კულტურული თავისებურებაც. ამავდროულად, პროექტის კონცეფცია თანამედროვეა – მინიმალისტური ესთეტიკით შექმნილი დიზაინი, მოდერნისტული დეტალები, საერთო სამუშაო და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები, არასტანდარტული გარემო, კაფეები, ბარები და მაღაზიები ერთად. ძველი თბილისური ეზოს მოწყობით შთაგონებული არქიტექტურა მინიმალისტურ ესთეტიკას, კუთხოვან ფორმებს და მანსარდული ტიპის სართულებს აერთიანებს. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა თბილისური “პიაცა”, სადაც შეიძლება ბინის შეძენა საცხოვრებლად, გასაქირავებლად, სარგებლობა საერთო სამუშაო, გასართობი და საგამოფენო დარბაზებით. ჩანაფიქრის მიხედვით, ავლაბარი დაიბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას – გააერთიანოს ადგილობრივები და ტურისტები ერთ მოედანზე, რომელსაც ურთიერთობა და ქართული ეგზოტიკა ისტორიულ გენეტიკაში მოსდევს.

“იდეა თბილისური ცხოვრების შთაგონებით დაიბადა. ძველი თბილისის ყოველდღიურობა და თბილისური ეზოები ყოველთვის სიცოცხლით იყო სავსე და განსაკუთრებით თბილი ურთიერთობებით გამოირჩეოდა – სიმღერით, გართობით, თამაშითა და ხმაურით.

გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს მეტი ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ – ცოცხალ და დინამიურ გარემოში მუშაობის, დასვენების და მეტი სოციალური კავშირების დამყარების შანსი – „მოედანზე“ ადგილობრივები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მოიყრიან თავს.”

პროექტი ოთხი დაბალსართულიანი კორპუსისგან შედგება, რომლებშიც გაერთიანებულია 220 ბინა, ასევე მეხუთე კორპუსში 120-ნომრიანი სასტუმრო განლაგდება. ამას გარდა, იქნება კომერციული და საერთო სამუშაო ფართები, რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები. შენობებს შორის მოქცეული 5100 მ2-იანი სივრცე კი, სწორედ ის მოედანია, რომელიც ისტორიულად ასე სახასიათოა ავლაბრისთვის.

ადგილმდებარეობა

“მოედანი” ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ნიკიფორე ირბახის ქუჩაზე, ავლაბრის მეტროს სიახლოვეს. ადგილი მოსახერხებელია როგორც მანქანით მისადგომად, ისე ქვეითთათვის. სულ რამდენიმე წუთის სავალია შარდენის ქუჩიდან და სამების საკათედრო ტაძრიდან, ამდენად, ფეხითმოსიარულეებს ტურისტული ღირსშესანიშნაობის გარდა, “მოედანის” გასართობი და დასასვენებელი სივრცითაც შეუძლიათ დატკბნენ. “მოედანი” მოსახერხებელი არჩევანია მანქანით მისადგომადაც – მულტიფუნქციურ კომპლექსს საკუთარი გარე და მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს.

საინვესტიციო შესაძლებლობა

ავლაბარი, მსგავსი ფუნქციის პროექტების ნაკლებობას განიცდის. “მოედანის” ადგილმდებარეობაც ამან განაპირობა – პროექტი, კონცეფციისა და ლოკაციის გათვალისწინებით, გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. პროექტის მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, რაც მყიდველს პანდემიით გამოწვეული რისკების თავიდან არიდების შესაძლებლობას აძლევს. “მოედანის” გაყიდვების ოფისი უკვე ფუნქციონირებს და პროექტის ავტორების თქმით, ინტერესიც მაღალი აღმოჩნდა.

 

[R]

5 რამ, რაც დისტანციურად მომუშავე თანამშრომლის მონიტორინგისას უნდა გაითვალისწინოთ

„ჩვენი არსებობით პასუხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ კითხვას გავეცით: „რა ვაჩუქო?“ – „მონამი“