in

საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან „მოედანი“

თბილისის ისტორიულ უბანში მშენებარე მრავალფუნქციური პროექტი „მოედანი“ საახალწლო აქციას იწყებს. მომხმარებლებს, რომლებიც ბინას 31 დეკემბრამდე შეიძენენ, საშუალება ექნებათ, აირჩიონ სასურველი საჩუქარი.

საჩუქრებს შორისაა: 

  • 2 სკუტერი Vespa
  • Smarter.ge-ის 10 000-ლარიანი ვაუჩერი „ჭკვიანი სახლი“-ს სისტემების შესაძენად
  • Elit Electronics-ის 10 000-ლარიანი ვაუჩერი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის

 

„მოედანი – ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი

მათთვის, ვინც ეძებს უძრავი ქონების პრემიუმ პროექტს, მოედანი არის ხარისხიანი, უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და გამორჩეული არქიტექტურის მქონე კომპლექსი საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში.

„მოედანი“ გონივრული ინვესტიციაა გრძელვადიანი კომერციული სარგებლისთვის.

1,4 ჰექტარ ფართობზე, ავლაბრის ცენტრში მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსი,  აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.

„მოედანი“ 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს. პირველ სართულზე მოეწყობა რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები.

80 ნომრიანი სასტუმროს სერვისებით ბინის მეპატრონეებსაც და მათ სტუმრებსაც შეეძლებათ სარგებლობა.

სასტუმროს ტიპის აპარტამენტების დაგეგმარება არასტანდარტულია, მათი ზომა 40 კვადრატული მეტრიდან იწყება.

„მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს – კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.

მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ კომფორტის სხვადასხვა პირობებით, მათ შორის: მრავალფეროვანი სივრცეებით სოციალიზაციისთვის, კაფე/ბარებით, საგამოფენო სივრცით ავტოსადგომით, საერთო სამუშაო სივრცეებით, სავაჭრო ობიექტებით და კეთილმოწყობილი ტერიტორიით.

პროექტი „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„მოედანი“ მომხმარებელს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება წინასწარი შენატანის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია თანხის 80 %-ის გადახდა პროექტის ჩაბარებისას, მათთვის კი, ვინც ისარგებლებს სახელმწიფოს  იპოთეკური სესხის საპროცენტო სუბსიდირების პროგრამით 4%-მდე, დამატებით მიიღებს 7 %-იან ფასდაკლებას.

მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე სრულდება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

“დაწყება თუ გინდა, რა მნიშვნელობა აქვს, გარშემო რა ხდება?” – მეორე ტალღის დროს გახსნილი რესტორანი “სხივი”

Jay’s Laboratory – გოგო, რომელმაც ხასიათი მეთოდად აქცია