1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ მდებარეობს ტურისტულად მიმზიდველ – თბილისის ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს 220 საცხოვრებელ აპარტამენტს, 80 ნომრიან სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.

მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“-ს სამშენებლო სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზას უახლოვდება. სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი სპეციალური პირობებით სარგებლობა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ოფისს და უკვე ადგილზე მიიღონ მათზე მორგებული, ინდივიადუალური შეთავაზებები, მოქნილი გადახდის პირობებით.

მათთვის, ვინც ეძებს საინვესტიციო პროექტს გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად, მოედანი საუკეთესო არჩევანია. აპარტამენტების მფლობელებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, იქნება ეს გაქირავება, ოთახის სერვისი, თუ ჭკვიანი საკეტის გამოყენება, რაც თავისმხრივ, ითვალისწინებს აპარტამენტის დისტანციურად მართვას.
„მოედანის“ მთავარი ინსპირაცია არის „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც ვხვდებით ევროპულ ქალაქებში. პროექტის სახელწოდებაც აქედან მოდის – „პიაცა“ ქართულად – „მოედანი“.

გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ, უბანში მდებარეობს, სულ მალე გახდება ქალაქის „ცხელი“ წერტილი, სადაც მოხდება სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების გადაკვეთა. ამ მიზეზით, პროექტის შემუშავებისას, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც წარმოდგენილი იქნება რესტორნები, ბარები და კაფეები. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუმრებს მიეცემათ საშუალება ცოცხალ და დინამიურ გარემოში იმუშაონ, დაისვენონ და ახალი კავშირები დაამყარონ.

პროექტის პარტნიორია „თიბისი“ ბანკი.
„მოედანზე“ მუშაობის პროცესი 2018 წლიდან, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი აქტიურ ფაზაშია და უკვე მიმდინარე წლის ბოლოსკენ სრულად დამთავრდება.






[პარტნიორის კონტენტი]










