in

საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“

თბილისის ისტორიულ უბანში მშენებარე მრავალფუნქციური პროექტი „მოედანი“ საგაზაფხულო აქციას იწყებს. 31 მაისამდე მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ აპარტამენტს კომპლექსში, საჩუქრად მიიღებენ სარემონტო ვაუჩერს, სხვადასხვა კატეგორიის ბინის მიხედვით. 80 მ2-დან ფართის ბინის შეძენის შემთხვევაში, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულება იქნება 15,000 ლარი, 120 მ2-დან – 20,000, ხოლო 170 მ2-დან – 30,000 ლარი.

BOG
BOG

„მოედანი“ – ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი

1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ, საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5200 მ2 საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.

„მოედანი“, ასევე, გონივრული ინვესტიციაა გრძელვადიანი კომერციული სარგებლისთვის.

უნიკალური არქიტექტურის მქონე პროექტი „მოედანი“ 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს. პირველ სართულზე განთავსდება რესტორნები, ბარები და კაფეები.

„მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს – კომპლექსი აღჭურვილი იქნება ჭკვიანი საკეტებით, უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.

მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ, ისარგებლონ კომფორტის სხვადასხვა პირობებით, მათ შორის: მრავალფეროვანი სივრცეებით სოციალიზაციისთვის, კაფე/ბარებით, საგამოფენო სივრცით, ავტოსადგომით, საერთო სამუშაო სივრცეებით, სავაჭრო ობიექტებით და კეთილმოწყობილი ტერიტორიით.

„მოედანი“ მომხმარებლებს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება წინასწარი შეტანის შემთხვევაში“. 

შესაძლებელია, დაიფაროს ღირებულების 20% მოქნილი გადახდის პირობებით, პროექტის დასრულებამდე. თანხის დარჩენილი 80%  კი, მხოლოდ აპარტამენტის ჩაბარებისას. ამავდროულად, მსურველებს შეუძლიათ, ისარგებლონ თიბისი ბანკის სესხით, დარჩენილი თანხის გადასახდელად, ამავე აპარტამენტის გარანტიით.

პროექტის პარტნიორია ბანკი „თიბისი“.

მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში სრულდება, დამატებით 6 თვე კომპლექსის კეთილმოწყობას დაეთმობა.

 

[R]

3 ქართული ლოგო LogoLounge-ს მე-12 წიგნში მოხვდა!

რატომ არის მზის პანელები საუკეთესო გადაწყვეტილება და რა შესაძლებლობები არსებობს მის დასაფინანსებლად მსოფლიოში?