შამპანურის უდიდესი ბრენდი Moët & Chandon 280 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით უახლესი კოლექცია წარადგინა: Impériale Création No. 1, cuvée. გარდა უშუალოდ ოფიციალური ნაწილისა, რაც შესაბამის ღონისძიებასაც მოიცავდა, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად ამ კოლექციისთვის შემუშავებული ბოთლის დიზაინი — მასზე თანამედროვე მხატვარმა, დენიელ არშამმა იზრუნა.
როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, შთაგონება შატოს სარდაფში აღმოჩენილი ძველი ვიტრაჟიდან მიიღო. მის უნიკალურ ესთეტიკას კი თავისი ავანგარდული ხედვა დაურთო — ამ სინთეზით შექმნა სპეციალური ბოთლი, რომელზეც საყვირებიანი ქერუბიმები, ვაზი და თავად სასახლეა წარმოდგენილი.
ჯამში ბრენდმა 85 ბოთლი გამოუშვა, როგორც დროის კაფსულა.