in

შამპანურს ფარელ უილიამსი მოიტანს — Moët & Chandon-მა ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა

ასე Moët & Chandon და ფარელ უილიამსი კოლექტიური სულისკვეთების, ადამიანური კავშირებისა და ოპტიმიზმის საერთო ღირებულებებს ზეიმობენ. შეზღუდული გამოშვების შამპანურით მიზნად დაისახეს, გარდაქმნან დაბადების დღის გამოცდილება იმ ადამიანთა თვალებში, რომლებიც მათ დასამახსოვრებლად აქცევენ…

BOG
BOG

დაბადების დღის საუკეთესო ნაწილი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც შენთან ერთად აღნიშვნა სურთ. როცა საკმარისად დიდი ვიყავი იმისათვის, რომ შამპანიურით სადღეგრძელო მეთქვა, Moët & Chandon გამიზნული არჩევანი გახლდათ. ვფიქრობ, ეს უბრალო ტრადიციაა… ეს რიტუალია, — აცხადებს ფარელ უილიამსი, ამერიკელი მუსიკოსი და ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

ფარელის გვერდით, როჯერ ფედერერიდან დაწყებული და სკარლეტ იოჰანსონით დამთავრებული, ბევრი ცნობილი ადამიანი შეგვიძლია მოვიაზროთ, რომლებიც დაბადების დღეს ტრადიციულად Moët-ით აღნიშნავენ…

ახლა კი ლიმიტირებული გამოშვების კოლექციას დავუბრუნდეთ, აქ Moët & Chandon-ს 4 ფერში ნახავთ: ოქროსფერი, მუქი ლურჯი, წითელი და თეთრი. ოღონდ საკულტო Brut Impérial ამოღებულია და მას ფარელის შტრიხები ემატება, თითოეულზე მარგალიტების მსგავს წერტილოვან ასოებს ამოიკითხავთ და თქვენს ყურადღებას ბოთლის ცენტრალურ ნაწილში არსებული PHARRELL მიიქცევს. ხოლო თუ ცოტათი ზემოთ აიხედავთ, ბოთლის ყელზე არსებულ ბეჭედზე PW-ის მონოგრამას ნახავთ.

რაც შეეხება დიდ ბაფთას, მასზე Atelier Baqué Molinié-მ იმუშავა, შეგიძლიათ მოხსნათ და ბროშად გაიკეთოთ. თუმცა, ეს სიახლე არ გეგონოთ, სულ პირველად მსგავსი ბაფთა Moët-ის ბოთლზე 1892 წელს გამოჩნდა…

Moët & Chandon X Pharrell Williams-ის ლიმიტირებული კოლექციის შეძენა Harrods.com-ზეა შესაძლებელი.

წინასწარი შეკვეთები დაიწყო! მოემზადეთ iSpace-ის Apple Premium Partner-ის გრანდიოზული გახსნისთვის

როგორ გავუმკლავდეთ მარტოობას? — ფსიქოლოგიური გზამკვლევი