რობოტი Moflin ხელოვნური ინტელექტის საშუალებით „გამოხატავს“ ემოციებს. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ზუსტად იმ შეგრძნებებს იწვევს ადამიანში, რასაც ნამდვილი შინაური ცხოველი – ეთამაშება, აგრძნობინებს სითბოს, სიყვარულს, ამშვიდებს.
„მართალია ეს ჯერ მხოლოდ კონცეპტია და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ფუნქცია არ გააჩნია, მაგრამ Kickstarter-ზე წარმატების შემთხვევაში, ისე გარდავქმნით, რომ შეგრძნებების და ემოციების გარდა, ქცევითაც დაემსგავსოს ნამდვილ შინაურ ცხოველს და ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში დაეხმაროს“.