2023 წელს სექტემბერში რაგბის რიგით მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
ფინალური მატჩების მონაწილე გუნდებს შორის არის საქართველოს ნაკრებიც და ამ ფაქტის საპატივსაცემოდ არაერთი ღონისძიება იმართება.
კომპანია ელიტ ელექტრონიქსმა, საქართველოს რაგბის კავშირისა და ჟურნალ Rugby World Georgia-სთან პარტნიორობით, საქართველოს 16 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს უმასპინძლა და მათ არაფორმალურ გარემოში შეჯიბრება მოუწყო.
ელიტ ელექტრონიქსის განახლებული შოურუმების კონცეფცია თავიდან ბოლომდე აგებულია Lifestyle მიმართულებაზე, რის გამოც მაღაზიაში მოწყობილია სივრცეები, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გამოსცადონ პროდუქტი და გაეცნონ მათ მახასიათებლებს.
16 წლამდე მორაგბეთა ღონისძიება ელიტ ელექტრონიქსის ქავთარაძის ფილიალში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ახალი კონცეფციის სივრცე გეიმინგ ზონის სახით არის წარმოდგენილი.
ახალგაზრდა მორაგბეები ერთმანეთს Playstation-ის თამაშში შეერკინნენ და მათ საგულშემატკივროდ, როგორც მოქმედი, ისე ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ: ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე, შვიდკაცასა და შვიდქალას ნაკრების კაპიტნები და ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებიც ბავშვებს თამაშის ყველა ეტაპზე აქტიურად ამხნევებდნენ.
ჩემპიონატის ფარგლებში ელიტ ელექტრონიქსმა 16 მონაწილეს უმასპინძლა და თითოეული მათგანი განსაკუთრებული საჩუქრებით დააჯილდოვა.
[R]