in ,

სამაშველო ჟილეტებზე დატანილი ისტორიები – კამპანია სირიელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად

ომი სირიაში უკვე მეექვსე წელია გრძელდება, შესაბამისად, მატულობს მსხვერპლი და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა. მშვიდობიანი ცხოვრების იმედით, სირიელებს ხმელთაშუა ზღვის გადალახვა და ახალი ცხოვრების დაწყება უცხო მიწაზე უწევთ. ორგანიცაზია The Voice of Thousands–მა გადაწყვიტა ისეთი კამპანია წამოეწყო, რომელიც ევროპის ქვეყნებს უფრო მეტი ყურადღებისა და თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდებდა.

სანამ სირიის მოსახლეობას ომის უბედურება დაატყდებოდა თავს, ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ჰქონდათ სახლი, სამსახური, ოჯახი… ორგანიზაციამ რამდენიმე სირიელს მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტების გახსენება სთხოვა, შემდეგ ეს ისტორიები სამაშველო ჟილეტებზე გადაიტანა, რომლის გარეშეც ზღვის გადალახვა უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა.

 

მათი ბედნიერი მოგონებები მომავლის იმედის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, ჩვენთვის კი კარგი საშუალება, რომ უფრო მეტი გავიგოთ მათ შესახებ და შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ.

“სიმეტრია ლისი” – ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი თბილისში

მსოფლიოს 23 წამყვანი სპორტსმენი Beats–ის ენერგიულ ვიდეორგოლში