5
May
2017

ო. ჰენრის ცნობილი ნოველა „მოგვთა საჩუქრები“ იაპონური Shaddy-ს სარეკლამო რგოლის სიუჟეტი გახდა

5 May 2017



ო. ჰენრის ცნობილი ნოველა „მოგვთა საჩუქრები“, რომელიც სიყვარულის საოცარ ისტორიაზე მოგვითხრობს, არაჩვეულებრივი სიუჟეტი აღმოჩნდა იაპონურ მაღაზიათა ქსელ Shaddy-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლისთვის. კამპანიაზე სააგენტო Dentsu-მ იმუშავა, რომელმაც მშვენივრად მოახერხა 1:30 წუთიან რგოლში ნოველის ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ჩატევა და საოცრად ემოციური, თბილი ვიდეოს შექმნა. როგორც Shaddy-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო ამბავს შეეხნენ, მისი შექმნა იმდენად რთული არ ყოფილა, რამდენადაც იდეალური მსახიობების შერჩევა. შეყვარებული წყვილის როლზე ბრენდმა ქასთინგი 5-ჯერ გამოაცხადა. კამპანია Shaddy-ს აქსესუარებისა და სხვა დეკორაციული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა.

 

განხილვა