მოყვარული და პროფესიონალი მოგზაური ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან, რათა ყოვეწლიურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. სტატიაში კი აწ უკვე გასული წლის საუკეთესო ფოტოებია თავმოყრილი, რომლებმაც განსაკუთრებული მოწონება და შესაბამისი ჯილდოები დაიმსახურა ჟიურისგან. პირველი ადგილი კი სლოვენიელმა ფოტოგრაფმა, Matjz Kivic-მა მოიპოვა, კანარის კუნძულების ველური ბუნების ასახვისთვის.
„მოგზაურობა და ფოტოგრაფია ყოველთვის ყველაზე დიდი გატაცება იყო… ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სფეროებს უჭირავს, ჯილდოს მიღება კი გზის გაგრძელებისკენ მიბიძგებს“, — აღნიშნავს ფოტოგრაფი.
