დანიური ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც „აი სი არმა“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს წარადგინა, წლების მანძილზე დამსახურებულად ინარჩუნებს ხარისხისა და კომფორტის უმაღლეს ნიშნულს.
ფეხსაცმლის მრავალფეროვანი ასორტიმენტის, მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებისა და ბრენდისთვის შედარებით ახალი მიმართულების, ულამაზესი ჩანთების მიღმა, ის, რაც ნამდვილად განასხვავებს ECCO-ს სხვა არანაკლებ ხარისხიანი ბრენდებისგან, არის მისი ურყევი ერთგულება მდგრადობისადმი.
ეკოლოგიურად სუფთა მასალებსა და წარმოების ეთიკურ პრაქტიკაზე ფოკუსირებით, იგი მდგრადი მომავლის განვითარებაზე ზრუნავს.
ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ დაარსებული ECCO რჩება თავისი სკანდინავიური ფესვების ერთგული, საოცარი ოსტატობით უთავსებს მინიმალისტურ დიზაინს თანამედროვე მოდის აქტუალურ ტრენდებს. ECCO ფეხსაცმლის თითოეული წყვილი განასახიერებს დანიური სტილის არსს — სუფთა ხაზებს, დახვეწილ ელეგანტურობასა და მარადიულ მიმზიდველობას.
ესთეტიკის გარდა, ბრენდი დიდ აქცენტს აკეთებს ფუნქციონალურობასა და კეთილდღეობაზე. ერგონომიული დიზაინით და ფეხის ჯანმრთელობაზე ფოკუსირებით, ფეხსაცმელს ქმნის ისე, რომ ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე კომფორტი უზრუნველყოს.
ბრენდის მისწრაფება ხარისხსა და კომფორტზე, კარგად არის გადმოცემული ECCO-ს მუზეუმში —ბრედბროში, დანიაში. ECCO ვიზიტორთა ცენტრში შესვლისთანავე ფეხსაცმლის ულამაზესი სივრცითი ინსტალაციები გვხვდება. ეს არის ბრენდის 60-წლიანი ევოლუცია, რომელიც 1963 წლიდან იწყება და დღემდე ვითარდება. დარბაზის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილი ინტერაქციული სივრცეების წყალობით კი, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი შეძლებს, გაერკვეს ფეხსაცმლის წარმოების ხელოვნებაში.
დღევანდელ ცვალებად გარემოსა და სწრაფი მოდის სამყაროში რთულია, დაიცვა ზღვარი ხარისხიან შესრულებასა და გარემოსდაცვით წარმოებას შორის; ასევე, ბოლომდე დააკმაყოფილო ერთგული მომხმარებლის ცხოვრების დინამიკური ტემპით გამოწვეული მოთხოვნა მაქსიმალური კომფორტისადმი; ამასთან, არ დაკარგო ავთენტურობა და ყოველ სეზონზე შესთავაზო აქტუალური სიახლე.
ბრენდი ECCO სწორედ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც 50 წელზე მეტია, მუდმივად ინარჩუნებს ხარისხს და არ კარგავს აქტუალობას. აქ ყოველი ფეხსაცმელი ჰყვება ამბავს — მემკვიდრეობის, ინოვაციებისა და მარადიული ოსტატობის ისტორიაზე.
ზაფხულის ცხელ სეზონზე ბრენდი მსუბუქი სტილისა და დიზაინის ფეხსაცმლის ფართო არჩევანს გვთავაზობს: სანდლები Cozmo და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული საზღვაო ფეხსაცმელი, მომხმარებლის ერთ-ერთ ფავორიტ Offroad-ის სანდლებთან ერთად, ცხელი ამინდის იდეალური არჩევანია.
[R]