მოგზაურობა წლის ნებისმიერ პერიოდში სახალისოა და სათავგადასავლო განწყობას გვიქმნის, თუმცა ახლა, როცა ამ სტატიას ვწერთ, ქვეყანა ახალ წელს აღნიშნავს, რაც ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების თემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ყველას მონატრებული გვყავს მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ახალი წლის შვებულება-არდადეგები საშუალებას გვაძლევს, მოვიცალოთ და მოვინახულოთ ისინი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სადღესასწაულო პერიოდი ხომ იდეალურია სამთო-სათხილამურო თავგადასავლისთვისაც. გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი და კიდევ ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, საქართველო ხომ გამოირჩევა ზამთრის კურორტების სიუხვით, რის გამოც უამრავი ადამიანი სტუმრობს მას. ადგილობრივი დამსვენებლებისა თუ ტურისტებისთვის საქართველოს კუთხეები ყოველთვის საუკეთესო არჩევანი იყო ზამთრის ცივ თვეებში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად.
ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოგზაურობას გარკვეული ორგანიზება სჭირდება, იქნება ეს საჩუქრების ყიდვა, სათხილამუროდ მომზადება, დღეების დაგეგმვა თუ ტრანსპორტის შერჩევა…
ერთი ქალაქიდან მეორეში გადასაადგილებლად ყველაზე კომფორტული გზა ავტომობილით მოგზაურობაა. მანქანაში კომპაქტურად განალაგებ სასურველ ნივთებს, შეჩერდები მარკეტთან პროდუქტების საყიდლად, გაიყოლებ ყავას, ჩართავ სასურველ მუსიკას, სავარძელზე კომფორტულად მოთავსდები, არ მოგიწევს უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რაც სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას ახლავს ხოლმე. მიდიხარ კონკრეტულ დანიშნულებამდე, არ გიწევს გზადაგზა შეჩერება სპეციალურ გაჩერებებზე – ერთი სიტყვით, კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ, თუ რა უპირატესობა აქვს ავტომობილით მოგზაურობას.
შეიძლება მკითხველს კითხვა გაუჩნდეს – მაგრამ ყველას ხომ არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი? ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ვეცდებით, პასუხი გავცეთ.
დიახ, მიუხედავად იმისა გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი, მგზავრობა და მოგზაურობა ბევრად უფრო კომფორტულია თუ თავად არ გიწევთ ავტომობილის მართვა და ამას თქვენს ნაცვლად სხვა ადამიანი აკეთებს, ხოლო თქვენ კი თვალწარმტაცი ხედების დათვალიერებით ტკბებით.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა inDrive, რომელიც გვთავაზობს სერვისს inDrive.Intercity და მისი დახმარებით, სხვადასხვა ქალაქსა თუ კურორტზე გადაადგილებაა შესაძლებელი. ის აპლიკაციით იმართება, რომელიც ძალიან მარტივად მუშაობს და მომხმარებელს მოგზაურობის დაგეგმვას უმარტივებს. სასურველი ქალაქის მითითების შემდეგ ის აგდებს შემოთავაზებებს და ამასთან, თავად მომხმარებელსაც შეუძლია საკუთარი ფასის შეთავაზება მძღოლისთვის. საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ინდრაივერი სახლში გაკითხავს და მიჰყავხარ იქ, საითაც მოგზაურობა გაქვს დაგეგმილი. მგზავრობა კომფორტული ავტომობილით, მშვიდად და უსაფრთხოდ ხდება. მერე შეგიძლია შენი გადაადგილება რეიტინგითაც შეაფასო, რაც კომპანიას ეხმარება ხარისხის უზრუნველყოფასა და კმაყოფილი მომხმარებლის შენარჩუნებაში.
საახალწლო პერიოდში თუ სხვა დღესასწაულზე, ახლობლის სახლში სტუმრობა გაქვთ გადაწყვეტილი, სასტუმრო დაჯავშნილი, სათხილამუროდ მიდიხართ თუ ბუხრის პირას ჭიქა ღვინის ასაწევად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, წყნარად, მოხერხებულად და კომფორტულად მიხვიდეთ რუკის იმ წერტილამდე, რომლისკენაც მიემართებით. გახსოვდეთ, რომ მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, ამიტომ წვრილმანი მიზეზების გამო უარი არ თქვათ მასზე. ნუ დაელოდებით საკუთარ ავტომობილს, სხვა გზა ყოველთვის არსებობს.
[R]