in

მოგზაურობა იწყება აეროპორტიდან: შეუფასებელი გამოცდილება Mastercard World Elite-თან ერთად

მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები ალბათ ისაა, რაზეც ყველა ადამიანი ოცნებობს. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ჩვენი უმრავლესობა, საზაფხულო შვებულების დაგეგმვას იწყებს. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი საოცნებო მიმართულება, ფაქტი ერთია – მოგზაურობა იწყება აეროპორტიდან. ეს ის წესია, რომელიც მოგზაურებმა ყველაზე კარგად იციან. თუმცა, ძალიან ხშირად, მოგზაურობას ხანგძლივი მოლოდინი ახლავს. განსაკუთრებით კი, საერთაშორისო ფრენების დროს.

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, აეროპორტში რამდენიმესაათიანი ნამდვილად დამღლელია. ასეთ სიტუაციებში იდეალური გამოსავალია ბიზნეს-ლაუნჯები. ეს არის ადგილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დასვენება, კომფორტულ გარემოში გემრიელი კერძებისა თუ სასუსნავების მირთმევა, ფილმების ყურება, საყვარელი ყავისა და კოქტეილების დაგემოვნება, გამოძინება, შხაპის მიღება და სხვა მრავალი ბენეფიტით სარგებლობა. მოკლედ, ესაა საუკეთესო ადგილი, რომელიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

Mastercard მუდმივად ზრუნავს ერთგულ მომხმარებლებზე და მათ შეუფასებელ გამოცდილებებს სთავაზობს. ამჯერად, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობები შეირჩა, რათა მათი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდეს Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, 1200-ზე მეტ აეროპორტში, ბიზნეს-ლაუნჯების კომფორტი ელოდებათ.

მათ შორისაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ბარათის მფლობელებს, კომფორტულ ბიზნეს-ლაუნჯებში განტვირთვა და მოგზაურობის დასაწყისით ტკბობა შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, გადმოტვირთოთ აპლიკაცია LoungeKey* , შეინახოთ QR კოდი ან ლაუნჯში წარსადგენად, თან იქონიოთ ფიზიკური ბარათი. შეთავაზება 31 დეკემბრამდეა ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი დამღლელი პროცედურა, რომელიც მოგზაურებს ძალიან არ უყვართ, სასაზღვრო კონტროლია – დამღლელი და ხანგრძლივი შემოწმების პროცესი. თუმცა, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, აეროპორტებში Fast Line ელოდებათ.

ეს კიდევ ერთი შეუფასებელი გამოცდილებაა, რომელიც სასაზღვრო პროცედურების გავლას ამარტივებს. DragonPass Fast track სერვისი ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტ აეროპორტში მოქმედებს და მისი მეშვეობით, მარტივად აარიდებთ თავს რიგსა და დამღლელ პროცედურებს.

ჩამოტვირთეთ Mastecard Travel Experiences აპლიკაცია ან ისარგებლეთ ვებსაიტით https://travelexperiences.mastercard.com/, აირჩიეთ აეროპორტი, მგზავრების რაოდენობა და დროის სასურველი მონაკვეთი. ამის შემდეგ, მიიღეთ Fast Track Pass აპლიკაციაში ან მეილზე. წარადგინეთ ის თქვენს ტერმინალში Fast Track ზონაში და ისარგებლეთ სწრაფი მომსახურებით.

Mastercard World Elite-თან ერთად მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილება ხდება!

დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://mastercard-privileges.com/

[R]

MOOG-ის სინთეზატორის 70 წლის აღსანიშნად, თამაშების ვებგვერდი შექმნეს

როგორია თიბისის ციფრული ბანკის მარათონის წესები?