in

მოგზაურობა მორგან ფრიმენთან ერთად – Turkish Airlines–ის ვიდეორგოლი სუპერ-ბოულისთვის

ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმენი, გარდა თავისი უნიკალური სამსახიობო ნიჭისა, საოცრად დამახასიათებელი და მომნუსხველი ხმითაც გამოირჩევა. სწორედ, მისი დამაჯერებელი, დინჯი საუბრის მანერა გამოიყენა Turkish Airlines–მა ახალი სარეკლამო ვიდეორგოლისთვის, რომელიც კომპანიამ სუპერ-ბოულისთვის გადაიღო. ტრადიციული თურქული ჩაი, ახალი თანამედროვე თვითმფრინავი და არაჩვეულებრივი მომსახურება. ბრენდი თავის მომხმარებელს სრულ კომფორტსა და უსაფრთხოებას უქმნის. გარდა ამისა, ეხმარება საკუთარი ოცნებების ასრულებასა და სამყაროს შეცნობაში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ მორგან ფრიმენი გაგაცნობთ და სულ რომ მოგზაურობა არ გინდოდეთ, ისე მოგმართავთ, მაინც გაყიდინებთ ბილეთს.

M2

 

უცნაური ვარცხნილობები სუპერ-ბოულის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეორგოლში

როგორ დავემშვიდობოთ ზედმეტ კალორიებს? – გაკვეთილი ჯასტინ ტიმბერლეიკისა და კრისტოფერ უოკენისგან