in

რაც გგონია, რომ შეუძლებელია, უბრალოდ გგონია

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გვიჩნდება კითხვა: ვართ კი იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ ან ვაკეთებთ კი იმას, რასაც გვინდა რომ ვაკეთებდეთ ან ეს არის ის ცხოვრება, რაზეც ვოცნებობდით? ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ვატარებთ დიდ დროს, ზოგჯერ ვერც კი ვუზიარებთ ჩვენს გარშემომყოფებს, რადგან გვგონია, რომ ვერ გაგვიგებენ. ხან ვფიქრობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, რომ არჩევანი არ გვაქვს და ამიტომ დინებას მივყვებით. ზოგჯერ კი იმდენად სწრაფია ჩვენი ცხოვრების ტემპი და ეს ყოველდღიური პრობლემები ისე ხმაურობენ ჩვენს თავში, რომ უბრალოდ ვაჩუმებთ ამ კითხვებს და ისევ ყოველდღიურობით ვკავდებით. ამით საკუთარ თავს ვართმევთ შესაძლებლობას ვიცხოვროთ ამ მომენტში, ვიცხოვროთ ლაღად, ვიცხოვროთ სრულად.

ლეო ინსტიტუტის” 5-დღიანი ტრანსფორმაციული სემინარის „მოგზაურობა საკუთარ თავში” მიზანია, ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ საკუთარი ფიქრების ან გარემო პირობების მსხვერპლი.

სემინარის განმავლობაში თვითდაკვირვებისა და გაცნობიერების გზით, აღმოვაჩენთ, რა არის ის ჩვენით გამოგონილი ფიქრები, დაჯერებები და წარმოდგენები, რაც ხელს გვიშლის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში პირად ურთიერთობებში, კარიერაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოგზაურობა საკუთარ თავში” 1-5 ივნისს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. 

სემინარი საქართველოში უკვე არაერთხელ ჩატარდა და არაერთი ადამიანის პროფესიული თუ პირადი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა. მათ შორის არიან 200+ ტოპ-მენეჯერი, 50+ კომპანიის დამფუძნებელი, ჯამში კი 500+ ადამიანი – დედები, მამები, წყვილები…

სემინარის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

 

 

გაერთიანებული სამეფო კოსმოსში მზის ელექტროსადგურის განთავსებას გეგმავს

სწრაფად სიარული 16 წლით ახალგაზრდას გაგხდით — კვლევა