in

საინტერესო პოდკასტი | მოგზაურობა ტაილანდში

თავს მოგზაურად უფრო მიიჩნევთ თუ ტურისტად?

მოგზაურობის დაგეგმვა, მიმართულების შერჩევა, მარშრუტის მოხაზვა — ეს ყველაფერი ნამდვილი მოგზაურებისთვის დიდი ვნებათაღელვის მომტანია.

რადგან ჩვენ მოგზაურობის მოტრფიალეები ვართ, ჭეშმარიტი მოგზაური მოვიწვიეთ სტუმრად, რომელიც მოგზაურობასა და, კერძოდ, ტაილანდურ თავგადასავალზე მოგვიყვება ისტორიებს — სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ამ საოცარ, ტროპიკულ ქვეყანაზე, გასაოცრად კეთილშობილი და კეთილგანწყობილი ხალხით, შთამბეჭდავი კონტრასტებით, გასაგიჟებელი სანაპიროებით — ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი ფილმი The Beach, რომელიც სწორედ ტაილანდის ერთ-ერთი კუნძულზეა გადაღებული, Maya Bay-ის სანაპიროზე, ბუდისტური ტაძრებით, ბუდას უზარმაზარი ქანდაკებებით და მისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღით — სამზარეულოთი. ეს ყველაფერი კი, რაც მთავარია, წარმოუდგენლად ხელმისაწვდომ ფასად.

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი მოგვიყვება დღეს, როგორ მოხვდა ტაილანდში, რა ადგილები მოინახულა, რამ აღაფრთოვანა და რა სუვენირები წამოიღო ტაილანდიდან.

 

ფერები, რომლებიც 2023 წლის განცდებს ასახავს

ეს რობოტი რეინჯერებს ამაზონის ტყის აღდგენაში ეხმარება