ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა, მოჰამედ ელნენიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პალესტინის მხარდასაჭერი პოსტები და ფოტოები განათავსა.
„პალესტინა – შენ გეკუთვნის ჩემი გული, სული და მთლიანი მხარდაჭერა “ – დაწერა ფეხბურთელმა „ტვიტერზე“.
აღნიშნულმა პოსტმა ლონდონური გრანდის ებრაელ ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და ფეხბურთელის პოსტები დაგმო.
The Lavazza Group – ლონდონელების ერთ-ერთი სპონსორია, რომელიც კლუბთან თანაშრომლობის გადახედვას გეგმავს, მიზეზი ელნენის პოსტებია, კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
მეთოფეებს პრობლემები, ასევე, შეიძლება “adidas-თანაც” შეექმნათ. ელნენის პოსტინგმა პროტესტი გერმანულ ბრენდშიც გამოიწვია.
ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია რამდენიმე კლუბმა და ფეხბურთელმა დააფიქსირა.