in

მუჰამედ ალის გამონათქვამები

პარკინსონთან 32 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ლეგენდარული მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენი საკუთარ თავს “დიდებულს” უწოდებდა და იყო კიდეც პლანეტის ერთერთი საუკეთესო მოკრივე. ალი სამოტივაციო გამონათქვამებშიც ჩემპიონი იყო. მარკეტერი მის გამორჩეულ ფრაზებს გთავაზობთ:

მე ვიცი, საითაც მივდივარ, ვიცი, რა არის ჩემი სიმართლე და არ ვარ ვალდებული ვიყო ის, ვისი დანახვაც თქვენ გინდათ ჩემში. მე ვარ თავისუფალი, ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო.

მე მძულდა ვარჯიშის ყოველი წუთი, მაგრამ მე ვთქვი: “არ გაჩერდე! იწვალე ახლა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემპიონი იქნები!”

მეგობრობას სკოლაში ვერ გასწავლიან, მაგრამ მეგობრობის მნიშვნელობა თუ არ ისწავლე, ე.ი. არაფერი გისწავლია.

თუ გასარისკად საჭირო გამბედაობას ვერ მონახავ, ვერაფერს მიაღწევ.

თუ დაობებული პურიდან პენიცილინის შექმნაა შესაძლებელი, რაღაც შენგანაც გამოვა!

ადამიანები ვერ იაზრებენ რა აქვთ, სანამ არ დაკარგავენ. მაგალითად, შეუდარებელი პრეზიდენტი კენედი, The Beatles და ელვის პრესლი. მეც ელვისი ვარ, ოღონდ, კრივში.

სხვების მსახურება დედამიწაზე ჩვენი არსებობის საფასურის გადახდაა.

ჩემი ტრენერი არასოდეს მესაუბრება რაუნდებს შორის. მე არ ვაძლევ ამის უფლებას. მე ვიბრძვი. ჩემი მიზანი თითოეული რაუნდის მოგებაა. ამ დროს მეტისმეტად გვიანია რჩევების მიღება.

იმდენად სწრაფი ვარ, როდესაც წუხელ ოთახში ასანთებს ჩამოვკარი, საწოლში შუქის ჩაქრობამდე მოვასწარი შეწოლა.

შენი ასაკი შენზეა დამოკიდებული. იმდენი წლის ხარ, რამდენისაც გგონია თავი.

კაცს, რომელიც 50 წლის ასაკშიც ისე ხედავს სამყაროს, როგორც 20 წლისა ხედავდა, 30 წელი დაკარგული აქვს.

მინდა ადამიანებს ერთმანეთი ისევე უყვარდეთ, როგორც მე ვუყვარვარ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა სამყარო.

ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ვერ ვაცნობიერებ, რამდენად დიდებული ვარ.

დუმილი საუკეთესო გამოსავალია, როდესაც კარგი პასუხი არ გაფიქრდება.

 

ცეცხლმოკიდებული Mercedes-Benz, სტინგის შვილი და ქართველი დიზაინერის ნამუშევრები მოდის კვირეულის ახალ რეკლამაში

ბროტმაისტერი – ცხობის ავსტრიელი ოსტატი თბილისშია!