19
Jul
2019

შექმენი პოსტერი, მოიგე ელექტრო სკუტერი!

19 Jul 2019

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ და თბილისის მერიამ შეიმუშავეს „მწვანე პოლიტიკა“, რომლის ერთერთი მიზანი ეკონტრანსპორტის პოპულარიზაციაა.

პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა შეღავათები დაუწესდებათ თბილისში ელექტრომობილების მძღოლებს ( ავტომობილის განბაჟება, პარკინგი, პარკინგის საფასური და ა.შ) ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით ელექტრომობილების მფლობელებს სახლთან ახლოს დაუმონტაჟებენ დამტენებს.

ისთ ფოინთი მიესალმება მერიის ინიციატივას, კომპანია ერთერთი პირველი იყო ვინც ელექტრო დამტენი დააყენა პარკინგზე და სრულიად უფასოდ აძლევს მომხმარებლებს ტრანსპორტის დატენვის შესაძლებლობას.

ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციას მიზნით ისთ ფოინთი აწყობს პოსტერების კონკურსს. რომლის გამარჯვებულსაც საჩუქრად ახალი ელექტრო სკუტერი გადაეცემა.

პრობლემა:

ახალი ტრანსპორტის შეძენისას მომხმარებლები ხშირად არ ფიქრობენ რამდენად ეკომეგობრულია მათ მიერ შერჩეული ტრანსპორტი. ელექტრომობილებს / ელექტროსკუტერებს კი ხშირად საერთოდ არ განიხილავენ.

მიზანი

შეიქმნას საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერი, რომელიც თითოეულ ადამიანს დააფიქრებს და მისცემ მოტივაციას შეიძინონ ელექტრო ტრანსპორტი.

სამიზნე აუდიტორია

დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე და ადარდებთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.

Tone of Voice
მამოტივირებელი, პოზიტიური

განთავსება:
განთავსდება სოციალურ ქსელში და ისთ ფოინთის სარეკლამო სივრცეებზე.

შესრულების ფორმატი:
ზომა: A4 ფაილი: pdf
ვადა: 29 ივლისი 23:59
ნამუშევრების უნგა გაგზავნოთ: [email protected]

წესები:

1. ნამუშევრის გამოგზავნის დროს აუცილებელია ელ-ფოსტაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
2. ნამუშევარზე არ უნდა ეწეროს თქვენი სახელი და გვარი, რაც ჟიურის წევრებს მისცემს საშუალებას მოახდინოს ავტორის იდენტიფიცირება.
3. შედეგების გამოქვეყნებამდე არ უნდა გამოაქვეყნოთ თქვენი ნამუშევარი არცერთ მედიაში ან სოციალურ ქსელში.
4. კონკურში მონაწილე 1 ადამიანს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ 1 ნამუშევარი.
5. ნამუშევრის ელ-ფოსტაზე გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ფლობთ საავტორო უფლებებს და გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;
6. ჟიური უფლებამოსილია არ განიხილოს პოსტერი, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
7. კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ გამოგზავნილი ვიზუალიზაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).
8. პრიზის მიღებას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.

პრიზი:

გამარჯვებული პოსტერის ავტორს საჩუქრად გადაეცემა ელექტრო სკუტერი NIU გამარჯვებულს კი კონკურსის ჟიური ორი კრიტერიუმით გამოვალენს

1. რამდენად კარგად გადმოსცემს ნამუშევარი სათქმელს.
2. რამდენად კარგად არის ნამუშევარი შესრულებული ტექნიკურად.

 

კონკურსის ჟიური:

სოფო ხუნწარია – თბილისის მერის მოადგილე

თეიკო ლომინაძე – East Point-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი

შოთა ჩინჩალაძე – Live Branding სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

თაკო როდონაია – ანაგრამა, თანადამფუძნებელი

ნიკუშა ანთაძე – HOLMES & WATSON, კრეატივ დირექტორი

ანასტასია ახვლედიანი – ABK, დირექტორი

დავით კუპატაძე – Silk Road Group, არტ დირექტორი

გიორგი მამასახლისი – Nakanimamasakhlisi Photo Lab – თანადამფუძნებელი

განხილვა